პარლამენტში სხდომა დასრულდა - რუსულ კანონზე კენჭისყრა ხვალ გაიმართება
პარლამენტში სასესიო სხდომა დასრულდა - რუსულ კანონზე კენჭისყრა ხვალ გაიმართება. დღეს დეპუტატებმა ვერ შეძლეს სიტყვით გამოსვლების დასრულება და სხდომა ხვალ 12 საათზე გაგრძელდება.
ამ წუთებში პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს - არა რუსულ კანონს!
ოპოზიცია კანონპროექტის გაწვევას ითხოვს. სხდომა დღეს დაპირისპირების, ხმაურისა და გინების ფონზე მიმდინარეობდა.
პარლამენტთან დაძაბული ვითარებაა, მობილიზებულია უპრეცენდენტო რაოდენობის სამარტალდამცავები. სპეცრაზმი პარლამენტის შენობიდან გარეთ გამოიყვანეს.