სპეცრაზმელებმა გამოცემა "აპრილის" ჟურნალისტსაც სცემეს

17.04.24 01:30
სპეცრაზმელებმა გამოცემა "აპრილის" ჟურნალისტსაც სცემეს

პარლამენტთან სპეცრაზმელებმა გამოცემა "აპრილის" ჟურნალისტს, გიორგი ბასხაჯაურსაც სცემეს.

"მცემეს, პირადარასტს მეძახდნენ, გააჯვი აქედანო, წავიქეცი და ზემოდან მირტყამდა რამდენიმე რობოკოპი. წაქცეული რომ ვიყავი და მირტყამდნენ, ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვარ. პიდარასტს მეძახდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ჭკუას ვისწავლი და მერე გამომიშვეს," - ამბობს ბასხაჯაური.

პარლამენტთან ვითარება ისევ დაძაბულია - სპეცრაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება.

მსგავსი სიახლეები