საგამოძიებომ ელისაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა - გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის მომართვის საფუძველზე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო - მის შესახებ TVPIRVELI.GE-ს კარლო კაციტაძის უწყებაში განუცხადეს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დეპუტატი საგამოძიებო უწყებაში ხვალაა დაბარებული, სადაც გამოძიების ფარგლებში მისი გამოკითხვა მოხდება.
ამ დროსითვის უცნობია, რომელ საათზე მივა "მოქალაქეების" ლიდერი უწყებაში.
ელისაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გუშინ, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე გაუსწორდნენ.
კადრებში, რომელიც "პირველებმა" გადაიღო, ნათლად ჩანს, რომ დეპუტატს დაზიანებები აღენიშნება.
გაირკვა, რომ დეპუტატს ნეკნი აქვს მოტეხილი.