ძალიან ცხარე კამათი მომივიდა ჩუბინიძესთან, სირაძემ შეასრულა დუგინის დავალება - ელისაშვილი

18.04.24 21:36
ძალიან ცხარე კამათი მომივიდა ჩუბინიძესთან, სირაძემ შეასრულა დუგინის დავალება - ელისაშვილი

„ხელისუფლებას უნდოდა სამაგალითოდ დავესაჯე... ვაჟა სირაძემ შეასრულა გუშინ დუგინის დავალება,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ ალეკო ელისაშვილი აკეთებს. 
ოპოზიციონერი დეპუტატი გუშინდელ ფიზიკურ ანგარიშსწორებას სამართალდამცავების მხრიდან ეხმაურება და ვარაუდობს, ეს იყო მდინარაძის ანგარიშსწორება.

კადრებს რომ ვუყურე, მივხვდი, რომ კიდევ უფრო საშინელი ტიპები ყოფილან და კიდევ უფრო მეტად ურტყამთ, ვიდრე მე ვგრძნობდი.

აბა, კონფლიქტი მე და სირაძეს არ გვქონია, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას უნდოდა სამაგალითოდ დავესაჯე...

გუშინ, სირაძის გარშემო ვინც იყვნენ და ვინც მე ასე მირტყამდა, ისინი არიან ძაღლობა, ეს არის ძაღლობა, ვისაც არ ახსოვს, ასე იქცეოდნენ - ერთი სიტყვა შეურაცხმყოფელი არ მითქვამს პოლიციელებისთვის, პირიქით, იქით ძველი ბიჭივით მელაპარაკებოდა სირაძე, ერთი შეურაცხმყოფელი ჟესტი არ გამიკეთებია, მათ რა გააკეთეს - გახსნეს, შემათრიეს და მდინარაძემ, რაც ვერ გაბედა, დამესია ასი კაცი.

ფოიეში ძალიან ცხარე კამათი მომივიდა ანზორ ჩუბინიძესთან - ტუჩიდან სისხლი მდიოდა, დავინახე ჩუბინიძე შემოდიოდა, წამოვხტი, დავიწყე ყვირილი - სად მიათრევთ ამ ქვეყანას,“ - ამბობს ელისაშვილი.
 

ექსკლუზივი: ალეკო ელისაშვილზე ანგარიშსწორების პროცესს მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე აკონტროლებდა: 

მსგავსი სიახლეები