არ ვიცი, იზორიას ეყოფა თუ არა გამბედაობა, ივანიშვილს გერმანიის პოზიცია უთხრას - სამადაშვილი
კიდევ ერთი მწვავე გზავნილი გერმანიიდან - "ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს ელჩს გერმანიაში, ბუნდესტაგში აუხსნიან, რა პოზიცია ექნება გერმანიას, თუ "ოცნების" ხელისუფლება რუსულ კანონს მიიღებს, ამიტომ სამადაშვილს ახლა აინტერესებს, ეყოფა თუ არა ლევან იზორიას გამბედაობა, რომ გერმანიის გზავნილები ბიძინა ივანიშვილს გადასცეს.
საქართველოს ელჩი გერმანიაში არის დაბარებული ბუნდესტაგში, სადაც მას აუხსნიან, გერმანიის მხრიდან რა პოზიცია ელოდება "ოცნება" ამ კანონის მიღების პროცესს ბოლომდე თუ მიიყვანს და არ ვიცი, ეყოფა თუ არა გამბედაობა მოხსენებითი ბარათი დაწეროს და უთხრას ბიძინა ივანიშვილს შესაბამისი შედეგები, რა ელის მას. არის ძალიან ნათელი პოზიცია ამერიკის, ევროკავშირის - ამ კანონის მიღება ნიშნავს ევროპული მომავლის დასრულება, ამიტომ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ რუსული კანონის მიღება საქართველოს პარლამენტში", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
გერმანიის კანცლერის კრიტიკულ განცხადებას საქართველოს ხელისუფლებასს ამ დრომდე დამარცვლით უმეორებენ. მიხაილ როთი, რომელიც ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს და კიდევ ერთელ ხაზგასმით უმეორებს, რომ ბუნდესტაგში საქართველოს ხელისუფლების მიერ მეორედ ინიცირებულ რუსულ კანონს არც ერთი პოლიტიკოსი იწონებს.
ამ ფონზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი სწორედ რუსულ კანონზე სასაუბროდ არის დაბარებული ბუნდესტაგში.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სტოლტენბერგს, შოლცს და დასავლელ ლიდერებს რუსულ კანონზე ნული არგუმენტი აქვთ:
- ქვეყნის პრემიერი ირწმუნება, რომ პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსები ვერ ხსნიან, თუ რატომ ეწინააღმდეგეგება საშიში კანონპრექტი ევროპულ ღირებულებებს.
- პრემიერი თარჯიმნის წინააღნდეგ: რა თქვა კობახიძემ ბერლინში რუსულ კანონზე და რას ამბობს ის მედიასთან?
- გერმანიის საელჩომ "ოცნებას" კანცლერის სიტყვა ქართულად უთარგმნა