ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩანაწერს ჩალის ფასი აქვს - კობახიძე

26.04.24 14:47
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩანაწერს ჩალის ფასი აქვს - კობახიძე

ირაკლი კობახიძის იერიში დასავლეთზე - ქვეყნის პრემიერი ევროპარლამენტარებს შანტაჟში ადანაშაულებს და ამბობს, რომ რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩანაწერს ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორცი ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არ დაშვების და ასევე სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე.

დღეს ისე როგორც არასდროს, გაჩნდა საფრთხე, რომ ქვეყანას ევროპასთან უვიზო მიმოსვლასს გაუქმებენ, თუმცა კობახიძე ახლა იმაზე ფიქრობს როდის იქნება უვიზო რეჟიმის შემოღება ამერიკასთან.

რაც შეეხება ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოხვდა ამ რეზოლუციაში, ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორი ჩალის ფასიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არ დაშვების და ასევე სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე. არავითარი ფასი არ აქვს.

ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი და არათუ ასეთი შანტაჟის ენით უნდა ესაუბრებოდეს ვინმე ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, არამდე პირიქით უნდა ზრუნავდნენ, მაგალითად ამერიკაში უვიზო რეჟიმის შემოღებაზე. ეს არის ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობა და არა ის, რომ ვიღაცამ ესაუბრობს ქართველ ხალხს შანტაჟის ენით", - ამბობს კობახიძე. 

პირველად საქართელოს ისტორიაში, ევროპარლამენტმა უმკაცრესი ნაბიჯების გადადგმა და ვიზების შეჩერება მოითხოვა - დოკუმენტი უკვე ძალაშია. ხელისუფლება კი დილიდან ხალხს სიმართლეს უმალავს, თითქოს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება, რაც ტყუილია. საკმარისია 27-დან 15 ხმა მოითხოვოს და დავკარგვათ იმას, რითაც თითოეული მოქალაქე ამაყობდა. ყოველ წელს ევროკომისია ამზადებს ანგარიშს ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულებაზე, ანუ წერს დასკვნას - ვასრულებთ თუ არა იმ სტანდარტებს და მოთხოვნებს, რომელიც საჭიროა, რომ უვიზოდ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირში იმოგზაურონ.

425 ხმით რუსული კანონის წინააღმდეგ უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია. 

მთლიან რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებების შეტანასაც საბოლოო დოკუმენტში.

აღნიშნული ცვლილებებით ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას

რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში ასევე დაყენებულია პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლების საკითხი. ამ ჩანაწერს მხარი 430-მა დეპუტატმა დაუჭირა.

 

მსგავსი სიახლეები