"ჩამოდი და კითხვებზე მიპასუხე, კი არ უნდა გამომაგდო, შე მართლა მშიშარა" - წითლიძე მდინარაძეს

29.04.24 13:21
"ჩამოდი და კითხვებზე მიპასუხე, კი არ უნდა გამომაგდო, შე მართლა მშიშარა" - წითლიძე მდინარაძეს

 

 

საქართველოს პარლამენტში ხმაურია - ანა წითლიძესა და მამუკა მდინარაძის შორის კონფლიქტმა იხეთქა.

კინოდარბაზის წინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მშიშარა უწოდა.

"კი არ უნდა გამომაგდო, შე მართლა მშიშარა" - ასე მიმართავს წითლიძე მდინარაძეს და მას კითხვებზე პასუხების გაცემას სთხოვს.

მშიშარა ხარ შენ. ჩამოდი და კითხვებზე მიპასუხე. კი არ უნდა გამომაგდო, შე მართლა მშიშარა. კითხვებზე უნდა მიპასუხო. სიტყვები შეარჩიე შე მშიშარავ. ეგრე ხართ მაგარები, კომიტეტიდან გამოგვაძევეთ და კითხვებზე არ გვიპასუხეთ. ახლა კი იპარებით, რა მაგარი ხართ.

არანაირი განხილვა არ აინტერესებს "რუსულ ოცნებას", არანაირი მიზანი "რუსულ ოცნებას" არ აქვს იმისი, რომ აქ მუხლობრივი კითხვები დაისვას. ნახეთ თქვენ მანამდე დეპუტატები, რომლებიც გამოაგდეს და ახლა გამომაგდეს მეც, ოღონდ არ ვიცი რის გამო, უბრალოდ ვუპასუხე მამუკა მდინარეს კონკრეტულ კითხვაზე. არ არის ამათი მიზანი, რომ მუხლობრივ განხილვაში შევიდნენ, რადგან მათ აქვთ კითხვებზე პასუხი, დემაგოგობენ მხოლოდ და ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ კითხვა დასვას შინაარსობრივი, ყველა გამოაძევეს. საბოლოოდ ალბათ, დარჩებიან მარტო. ასრულებენ რუსულ დავალებას და იციან, რომ რუსეთის ეს დავალება უნდა შეასრულონ და ბოლომდე გაიტანონ ეს კანონი", - ამბობს წითლიძე.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ანა წითლიძე გამოაძევეს. მანამდე კი დარბაზი სალომე სამადაშვილს, ლევან ბეჟაშვილს, გიორგი ვაშაძეს, თაკო ჩარკვიანს, ქეთევან თურაზაშვილს და თამარ კორძაიას დაატოვებინეს.

მსგავსი სიახლეები