"სად გარბის, მოვიდეს აქ" - სამადაშვილი მანდატურს მიმართავს
საქართველოს პარლამენტში კონფლიქტმა იხეთქა - კინოდარბაზის წინ სალომე სამადაშვილი მანდატურს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
"სად გარბის, მოვიდეს აქ" - მიმართვას "ლელო საქართველოსთვის" წევრი მანდატურს, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ დეპუტატს სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინა.
სად გარბის, მოვიდეს აქ. სად გაიქცა თქვენი კოლეგა. გამოვიდეს. სახელი და გვარი მინდა მაგისი, სარჩელში რომ შევიყვანო ფიზიკურ ძალადობაზე დეპუტატის უფლებამოსილების ხელის შეშლის მიზნით. არ ვიცით, ვინ არის, თუ რას იმალება. ასე დაიმალებით სულ ყველა, ვინც რუსეთის დავალების შესრულებაში უწყობთ ხელს რუსულ ხელისუფლებას", - ამბობს სამადაშვილი.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მანდატურმა ძალის გამოყენებით იურიდიული კომიტეტის სხდომათა დარბაზი სალომე სამადაშვილს დაატოვებინა. მომხდართან დაკავშირებით პოლიტიკოსი გეგმავს, რომ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით პაპუაშვილის, ოხანაშვილისა და მანდატურების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს.
შეგახსენებთ, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ანა წითლიძე გამოაძევეს. მანამდე კი დარბაზი სალომე სამადაშვილს, ლევან ბეჟაშვილს, გიორგი ვაშაძეს, თაკო ჩარკვიანს, ქეთევან თურაზაშვილს და თამარ კორძაიას დაატოვებინეს.