დავით უსუფაშვილმა კომიტეტი პროტესტის ნიშნად დატოვა
არა რუსულ კანონს! - დავით უსუფაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პროტესტის ნიშნად დატოვა.
დავით უსუფაშვილს რუსულ კანონთან დაკავშირებით ანრი ოხანაშვილმა პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მისცა და სიტვყა გააწყვეტინა მაშინ, როდესაც ის კანონის მიზანთან დაკავშირებით კითხვას სვამდა.
მეუხერხულება კიდეც კომენტარი - მე ხუთი წამიც არ მაცადა საუბარი, შემდეგ თავის კოლეგას წუთნახევარი მისცა და ბოლოში უთხრა, რომ გირთავთ მიკროფონს, თქვენც სხვა რამეზე საუბრობთო, ანუ სხვა რამეზე საუბარი ოპოზიციას 5 წამი შეუძლია ბატონი ანრის სტანდარტით და მის კოლეგას წუთნახევარი.
ჯერ არ გამოვუძევებივარ, კანდიდატი ვარ, ორი ყვითელი ბარათი მაქვს მიღებული, რადგან მისი აზრით, კითხვა იმის შესახებ, ეს კანონი ქვეყანას აახლოებს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ეს თურმე არ ეხება ამ კანონს,“ - ამბობს უსუფაშვილი.
დაძაბულობის და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს დღევანდელი სხდომა. ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან 7 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა:
იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ანა წითლიძე გამოაძევეს. მანამდე კი დარბაზი სალომე სამადაშვილს, ლევან ბეჟაშვილს, გიორგი ვაშაძეს, თაკო ჩარკვიანს, ქეთევან თურაზაშვილს და თამარ კორძაიას დაატოვებინეს.