ლევან ხაბეიშვილი დარბაზიდან გააძევეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაძევებების სერია გრძელდება - მერვე დეპუტატი, ვისაც დარბაზი დაატოვებინეს ლევან ხაბეიშვილია.
თქვენ ხართ ჟანდარმები, კითხვის დასმაც კი არ გინდათ,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ხაბეიშვილმა თქვა, რომ კითხვის დასმის შესაძლებლობას არ აძლევენ "ოცნების" დეპუტატები ოპოზიციონერებს. ხაბეიშვილის თქმით, ენმ-სა და "სტრატეგია აღმაშენებელს", ჯამში, 122 კითხვა ჰქონდათ მომზადებული.
მზად ვართ მიუხედავად იმისა, რომ პრო0ვოკაციებს აწყობდნენ, კონსტრუქციულად განგვეხილა. ყველა მუხზე, სადაც კითხვას სვამდა ოპოზიციონერი, აძევებდნენ. კითხვები რომ არ მოსწონთ გაძევებენ, ამ კანონის მიღება არის კონკრეტული დავალება, ვწუხვარ ამ ადამიანების გამო, ანრი ოახანაშვილმა რათ უნდა ეს კანონი, არ იცის, ეს დავალება არის უარი ევროკავშირზე, სხვა ამ კანონს, რომელსაც იღებენ, არანაირი ფუნქცია არ აქვს," - ამბობს ხაბეიშვილი.
იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ანა წითლიძე გამოაძევეს. მანამდე კი დარბაზი სალომე სამადაშვილს, ლევან ბეჟაშვილს, გიორგი ვაშაძეს, თაკო ჩარკვიანს, ქეთევან თურაზაშვილს და თამარ კორძაიას დაატოვებინეს.