აქციაზე ორი რეზინის ტყვია მომხვდა - კიდევ ერთი დაშავებული მომიტინგე
პირველ მაისს, რუსთაველის გამზირზე დარბევისას დაშავებული კონსტანტინე ჩახუნაშვილი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მას რეზინის ტყვია ესროლეს.
მისი თქმით, ტყვია ხელსა და ბარძაყის არეში მოხვდა.
აქტივისტის თმით, ამჟამად თავს კარგად გრძნობს და სახლში იმყოფება.
მისი თქმით, "უწყინარი სიტუაცია იყო", როცა სპეცრაზმმა რეზინის ტყვია გამოიყენა.
"ლაზერს ვანთებდი, როცა ერთი (რეზინის) ტყვია ხელზე, მეორე კი ბარძაყზე მომხვდა. თავიდან ვვარაუდობდი რომ ასხლეტილი იყო, მაგრამ სახლში რომ დავამუშავე მომრგვალო ფორმა აქვს და ცოტა დიდი დაზიანებაა. ალბათ მეორეც ისროლეს. თუ ვერსიას დავუჯერებთ, რომ საფანტივით ისროდნენ, რამდენიმე ტყვია გაიშალა და იაქიდან ორი მომხვდა"- ამბობს აქტივისტი.
"პირველი ხაზის" წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, ადასტურებს თუ არა რომ ეს იყო რეზინის ტყვია, ჩახუნაშვილი ამბობს, რომ "კი, ეს რეზინის ტყვია იყო".
ვახტანგ გომელაურის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე რამდენიმე საათის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ირწმუნებოდა, რომ გომელაურის მომიტინგეების წინააღმდეგ "რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია", ეს მაშინ, როცა არსებობენ დაშავებულები, რომლებიც კამერების წინ ამბობენ, რომ მძიმე დაზიანებები სწორად რეზინის ტყვიებით მიაყენეს.
რას ამბობენ TVPIRVELI-ის რესპონდენტები:
- "თავში გაარტყეს რეზინის ტყვია" - პარლამენტთან კიდევ ერთი მოქალაქე დაშავდა
- თვალი გადარჩა, რეზინის ტყვია წარბის არეში აქვს მოხვედრილი - აქციაზე დაშავებულის მამა
- დაგვხვრიტეს, მარტო მე კი არა, ბავშვები. (რეზინის ტყვიებია), აბა, ეს რა არის? - რას ყვება აქციის ერთ-ერთი მონაწილე
- რთულია იმის თქმა, დამიზნებით მესროლეს თუ არა, მაგრამ რეზინის ტყვია მომხვდა - ყურუა
- კობერიძე: ტყვიაც მქონდა და გამომიღეს, არ გამომატანა სასწრაფომ, ეტყობა, რომ არ „გაბაზრდეს“, არ გადაიღო ფოტოო