ირაკლი კობახიძე მომიტინგეების სასტიკი წესებით დარბევას თმის მოქაჩვას უწოდებს

13.05.24 20:18
ირაკლი კობახიძე მომიტინგეების სასტიკი წესებით დარბევას თმის მოქაჩვას უწოდებს

ირაკლი კობახიძე მომიტინგეების სასტიკი წესებით დარბევას თმის მოქაჩვას უწოდებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

გამოძიება არის დაწყებული მთელ რიგ საქმეებზე. დაკავებას სჭირდება თავისი საფუძვლები, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, დაკავების საფუძველი არ არსებობდა, გამოძიებას აქვს თავისი პროცედურები, ვადები და დაელოდეთ, ყველაფერი ხდება სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად. ერთადერთი, რასაც მოგიწოდებდით არის ის, რომ ორივე მიმართულებით გქონდეთ თანაბარი რეაგირება ძალადობაზე - ერთ მხრივ, გმირად გყავთ გამოცხადებული ადამიანი, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელს და მეორე მხრივ, თმის მოქაჩვაზე გაქვთ ამხელა რეაქცია და ნუ შეიძლება იყო უფრო მძიმე ინციდენტებიც, მაგრამ ერთ მხარეს, როცა არის პოლიციელის ცოცხლად დაწვისა მცდელობა და მას იწონებთ და მეორე მხარეს, ათჯერ მცირე ხარისხის ინციდენტებზე გაქვთ რეაგირება, ნიშნავს, რომ ხართ უკიდურესად მიკერძოებული,“ - ამბობს პრემიერი.

"პირველების" კამერამ არაერთი შემთხვევა დააფიქსირა, როდესაც სამართალდამცავები დემონსტრანტებს უსწორდებიან.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამართალდამცავები, რომლებიც აგრესიით გამოირჩევიან, სპეცრაზმელები არიან და ისინი უსწორდებიან სასტიკად დემონსტრანტებს.

 

მსგავსი სიახლეები