გიგაური: სანქციები იქნება, ამიტომ მათ აქვთ დრო იმისთვის, რომ თავის გადაწყვეტილებას გადახედონ
"სანქციები იქნება, ამიტომ მათ აქვთ დრო იმისთვის, რომ თავის გადაწყვეტილებას გადახედონ," - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური საუბრობს.
გიგაური აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესებას ეხმაურება და დარწმუნებულია, რომ კონკრეტულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს შეეხება შეზღუდვები. სწორედ ამიტომ გიგაური მოუწოდებს "ოცნებას", რომ გადახედონ გადაწყვეტილებას და რაც მთავარია, არჩევნების ჩატარებას ხელი არ შეუშალონ.
სანქციები იქნება, იქნება კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტული ადამიანების ოჯახის წევრებზე და ეს, პირველ რიგში, მათ შეუქმნით პრობლემებს. ამიტომ კიდევ ერთხელ მათ აქვთ დრო იმისთვის, რომ თავის გადაწყვეტილებას გადახედონ, მაგრამ აქ გადაწყვეტილებაზე როცა არის საუბარი, საუბარი მხოლოდ იმაზე კი არ არის, რომ ეს რუსული კანონი არ მიიღონ, არამედ იმაზეც არის, რომ გააკეთონ ყველაფერი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, სადაც კონკრეტული უწყებები, როგორიც არის ცესკო, პროკურატურა, სუს-ი თუ სხვა ორგანოები, რომლებიც კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ წინასაარჩევნო პერიოდში, მათ ეს პოლიტიკური დავალებები არ შეასრულონ და ჩვენ ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები,“ - ამბობს ეკა გიგაური.
აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას დღეიდან იწყებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
როგორი რეაქცია ჰქონდათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს აშშ-ის სანქციებზე:
- რას ამბობს სანქცირებაზე ამერიკული არდადეგების მოყვარული დეპუტატი ალუდა ღუდუშარი
- ჩვენი ისტორია გვასწავლის, რომ ბევრმა ადამიანმა გაწირა ქვეყნისთვის თავი.. მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ეს გზა - კაჭარავა
- ეს პასუხი მექნება - არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა - ხუნდაძე აშშ-ის სანქციებზე
- რატომ გგონიათ, რომ ვერ ჩავალ? (სანქციებს) ნამდვილად არ ველოდები, არ მგონია - ფინანსთა მინისტრის მოადგილე
- "ისტორიაში შავი ასოებით ჩაიწერება" - ხაბარელის პასუხი აშშ-ის
- ოჯახის წევრების დასანქცირება სწორი გადაწყვეტილება იქნება? სამართლიანია? - ოცნების დეპუტატი ქვარაია