"ქართველების სამსახურში ყოფნისათვის მიღებულ სანქციას ჯილდოს ფასი აქვს" - ოცნების დეპუტატი ქეთევან ჩარკვიანი
"ქართველების სამსახურში ყოფნისათვის მიღებულ სანქციას ჯილდოს ფასი აქვს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ქეთევან ჩარკვიანი წერს.
ქეთევან ჩარკვიანი სოციალური ქსელიდან პასუხობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას სანქცირებასთან დაკავშირებით.
გამჭვირვალობის კანონით, დემოკრატიას ვუთხრით ძირს თუ სუვერენიტეტს ვამყარებთ, ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს 26 ოქტომბრის არჩევნებზე და არა რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი.
შეხსენებისთვის, ყველა კვლევის მიხედვით, ქართულ ოცნებას საზოგადოების დიდი უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს, რომელიც მზარდია!
საქართველოს და ქართველების სამსახურში ყოფნისათვის მიღებულ ნებისმიერ სანქციას ჯილდოს ფასი აქვს," - წერს ქართული ოცნების დეპუტატი ქეთევან ჩარკვიანი ფეისბუქზე.
აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას დღეიდან იწყებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
როგორი რეაქცია ჰქონდათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს აშშ-ის სანქციებზე:
- ოჯახის წევრებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე საბჭოთა კავშირმაც კი უარი თქვა - მდინარაძის პასუხი აშშ-ის
- რას ამბობს სანქცირებაზე ამერიკული არდადეგების მოყვარული დეპუტატი ალუდა ღუდუშარი
- ჩვენი ისტორია გვასწავლის, რომ ბევრმა ადამიანმა გაწირა ქვეყნისთვის თავი.. მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ეს გზა - კაჭარავა
- ეს პასუხი მექნება - არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა - ხუნდაძე აშშ-ის სანქციებზე
- რატომ გგონიათ, რომ ვერ ჩავალ? (სანქციებს) ნამდვილად არ ველოდები, არ მგონია - ფინანსთა მინისტრის მოადგილე
- "ისტორიაში შავი ასოებით ჩაიწერება" - ხაბარელის პასუხი აშშ-ის
- წილოსანი: პასუხი ერთმნიშვნელოვანია - ვამაყობ რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას