ავღანეთი, სირია, ჩრდილოეთ კორეა, იემენი და საქართველო - ეს არის ქვეყნები, სადაც ანალოგიური სანქციები მოქმედებს - ქადაგიძე საფრთხეებზე

24.05.24 13:53
ავღანეთი, სირია, ჩრდილოეთ კორეა, იემენი და საქართველო - ეს არის ქვეყნები, სადაც ანალოგიური სანქციები მოქმედებს - ქადაგიძე საფრთხეებზე

"ავღანეთი, ბელორუსი, ბირმა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კუბა, კონგო, ლიბია, ირანი, რუსეთი, ნიკარაგუა, ჩრდილოეთ კორეა, სომალი, სამხრეთ სუდანი, სირია, ვენესუელა, იემენი და საქართველო - ეს არის ქვეყნები სადაც ანალოგიური სანქციები მოქმედებს (სხვადასხვა მასშტაბით)," - ამის შესახებ გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

ქადაგიძე აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესებაზე საუბრობს და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას მიმართავს.

ქართული ოცნება თუ ოქტომბერში არ გავისტუმრეთ, ყოველდღიურობაც ისეთივე გვექნება როგორც ამ ქვეყნებშია.

პ.ს. Business Association of Georgia - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია თქვენ არ იდარდოთ, საინვესტიციო კლიმატის და ბიზნესის კეთების სიმარტივით, ამ ჯგუფში ვიქნებით პირველები სამაგიეროდ," - წერს ქადაგიძე.

აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას დღეიდან იწყებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

როგორი რეაქცია ჰქონდათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს აშშ-ის სანქციებზე:

 

მსგავსი სიახლეები