ასე იქცევიან არა მეგობრები, არამედ ბატონები, თუმცა ჩვენ არავის ბატონობას არ მივიღებთ - იონათამიშვილი
"ჩვენზე შანტაჟის ენა ზემოქმედებას ვერ მოახდენს, რათა ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებები მივიღოთ - პირიქით, საზოგადოებაში უსამართლობის გრძნობა გამწვავდება, რადგან ასე იქცევიან არა მეგობრები, არამედ ბატონები, თუმცა ჩვენ არავის ბატონობას არ მივიღებთ," - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, “ქართული საზოგადოება ამაყი და თავისუფალია და არავის აქვს უფლება, მას შანტაჟის და მუქარის ენით ესაუბროს, მით უმეტეს, მეგობრობის სახელით”.
როცა სანქცირების საფუძველს, დასაბუთებას ვკითხულობდი, დასახელებული იყო ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრობს. როცა ცხრა წლის განმავლობაში ეს კრიმინალური სინდიკატი იყო ხელისუფლებაში, სწორედ რომ ისინი უთხრიდნენ ძირს ქართულ დემოკრატიას, მოქალაქეებს აწამებდნენ და ხოცავდნენ. სტრასბურგის სასამართლოს ეს კრიმინალური სინდიკატი ასზე მეტ საქმეზე ჰყავს გასამართლებული და როცა ამის შემჩნევა არ ხდება და ახლა დემოკრატიის სახელით ვინმესთვის სანქციის დადება უნდათ, ეს მათ კეთილსინდისიერებაზე იყოს. ფაქტია, რომ ჩვენზე ვერანაირი შანტაჟის ენა ზემოქმედებას ვერ მოახდენს, რათა ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებები მივიღოთ. პირიქით, საზოგადოებაში უსამართლობის გრძნობა უფრო გამწვავდება, რადგან ასე იქცევიან არა მეგობრები, არამედ ბატონები, თუმცა ჩვენ არავის ბატონობას არ მივიღებთ”,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას დღეიდან იწყებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
როგორი რეაქცია ჰქონდათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს აშშ-ის სანქციებზე:
- "სანქციის ოჯახის წევრებზე გავრცელება ფაშისტურ-ბოლშევიკური მოვლენაა" - "ოცნების" ოფიციალური პასუხი აშშ-ს
- ოჯახის წევრებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე საბჭოთა კავშირმაც კი უარი თქვა - მდინარაძის პასუხი აშშ-ის
- რას ამბობს სანქცირებაზე ამერიკული არდადეგების მოყვარული დეპუტატი ალუდა ღუდუშარი
- ჩვენი ისტორია გვასწავლის, რომ ბევრმა ადამიანმა გაწირა ქვეყნისთვის თავი.. მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ეს გზა - კაჭარავა
- ეს პასუხი მექნება - არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა - ხუნდაძე აშშ-ის სანქციებზე
- რატომ გგონიათ, რომ ვერ ჩავალ? (სანქციებს) ნამდვილად არ ველოდები, არ მგონია - ფინანსთა მინისტრის მოადგილე
- "ისტორიაში შავი ასოებით ჩაიწერება" - ხაბარელის პასუხი აშშ-ის
- წილოსანი: პასუხი ერთმნიშვნელოვანია - ვამაყობ რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას