"დამასანქცირონ, კაკრაზ მაგის არ მეშინია, ზუსტად, არც ტენდერი მომიგია" - რუსული კანონის მხარდამჭერი ენუქიძე
აბსოლუტურად არ მეშინია, დამასანქცირონ - ასე პასუხობს აშშ-ის რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი "ევროპელი სოციალისტებიდან". როგორც ენუქიძე ამბობს, არ აპირებს არც აშშ-ში მოგზაურობას და არც ფინანსური სანქციების ეშინია.
აბსოლუტურად არ მეშინია. (ელოდებით დასანქცირებას?) დამასანქცირონ. თურმე დემოკრატიაა საქართველოში, ვისაც რა აზრი აქვს, რომ გამოთქვამს, ასანქცირებენ.
სანამდე მე იქ არ წავიდე, შვილო, სულ ყველა კარგად იყავით. ცუდად ვარ აქ? რა სამოგზაუროთ? ვარ ჩემთვის, კარგად.
გავრცელდეს (ქონებაზე), რა უნდა გავრცელდეს, კაკრაზ მაგის არ მეშინია, ზუსტად, არც ტენდერი მომიგია, არც ბანკის სესხი მაქვს, არც სახელმწიფოს ფული ამიღია. ჩამოდი მაშინ და დამელაპარაკე, მითხარი, რომ ეს ამიტომ არა. რა გაფრთხილება? მე რომ გაგაფრთხილო, რომ ამ ეზოში არ შემოხვიდეთ, სწორი იქნება? მე უნდა გითხრათ, რატომ არ შემოხვიდეთ,“ - ამბობს ავთანდილ ენუქიძე.
აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას დღეიდან იწყებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
როგორი რეაქცია ჰქონდათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს აშშ-ის სანქციებზე:
- "სანქციის ოჯახის წევრებზე გავრცელება ფაშისტურ-ბოლშევიკური მოვლენაა" - "ოცნების" ოფიციალური პასუხი აშშ-ს
- ოჯახის წევრებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე საბჭოთა კავშირმაც კი უარი თქვა - მდინარაძის პასუხი აშშ-ის
- რას ამბობს სანქცირებაზე ამერიკული არდადეგების მოყვარული დეპუტატი ალუდა ღუდუშარი
- ჩვენი ისტორია გვასწავლის, რომ ბევრმა ადამიანმა გაწირა ქვეყნისთვის თავი.. მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ეს გზა - კაჭარავა
- ეს პასუხი მექნება - არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა - ხუნდაძე აშშ-ის სანქციებზე
- რატომ გგონიათ, რომ ვერ ჩავალ? (სანქციებს) ნამდვილად არ ველოდები, არ მგონია - ფინანსთა მინისტრის მოადგილე
- "ისტორიაში შავი ასოებით ჩაიწერება" - ხაბარელის პასუხი აშშ-ის
- წილოსანი: პასუხი ერთმნიშვნელოვანია - ვამაყობ რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას