რატომ იკავებს ამ ეტაპზე თავს "ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერისგან გახარიას გუნდი?

27.05.24 11:35
რატომ იკავებს ამ ეტაპზე თავს "ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერისგან გახარიას გუნდი?

რატომ იკავებს თავს ამ ეტაპზე გახარიას გუნდი პრეზიდენტის ინიცირებული "ქართულ ქარტიაზე" ხელის მოწერისგან? - პარტია "საქართველოსთვის" წევრები ამბობენ, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხზე დამატებითი კონსულტაციების გავლა სჭირდებათ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას მოაწერონ ხელი თუ არა ქარტიას.

როგორც მიხეილ დაუშვილი ამბობს, მაგალითად კითხვები აქვთ ვადამდელ არჩევნებზე, ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე, რაზეც სჭირდებათ დამატებით განმარტებების მოსმენა.

არის გარკვეული საკითხები, რაზეც ჩვენ გვჭირდება დამატებით კომუნიკაცია ქარტიის ინიციატორებთან, გვექნება კომუნიკაცია, კონსულტაციები და ამის შემდგომ გეტყვით ჩვენს პოზიციას, შევუერთდებით თუ არა ამ ქარტიას. თვითონ რაც არის იქ მოცემული რეფორმების გეგმა, რა თქმა უნდა, ეს რეფორმები განსახორციელებელია. დროებითი მთავრობის, ტექნიკური მთავრობის საკითხები, ვადამდელი, კიდევ სხვა საკითხები, -  ჩვენ გვჭირდება რომ ეს თემები გავიაროთ,“ - ამბობს მიხეილ დაუშვილი. 

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. რა ბედი ელის პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუსს? - რა წერია პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაში".

ცნობილია, რომ ქართულ ქარტიას ხელს არ მოაწერს იაგო ხვიჩიას "გირჩი", ასევე ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული ანა დოლიძეს. 

პრეზიდენტის „ქართულ ქარტია“ - ცნობილია, რომელი პარტიები უერთდებიან სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას.

მსგავსი სიახლეები