რამდენად მისაღებია პრეზიდენტის გზავნილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის?

27.05.24 14:17
რამდენად მისაღებია პრეზიდენტის გზავნილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის?

რამდენად მისაღებია პრეზიდენტის გზავნილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის და ხედდავენ თუ არა "ქართულ ქარტიაში" გამოსავალს? - როგორც "პირველებთან" სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამბობენ, დოკუმენტის შინაარსი მათთვის მისაღებია.

ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიები ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე უნდა შეთანხმდნენ და გაიწეროს გეგმა, რა მოხდება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.

ეს დოკუმენტი მაგ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდეს იმაზე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ჩვენ დავეწიოთ უკრაინას და მოლდოვას, რომ გავხსნათ მოლაპარაკებები და დაახლოებით, 5 წელში გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები,“ - ამბობს ზურა ჯაფარიძე.

პრეზიდენტის შემუშავებულ დოკუმენტს კარგ საშუალებად მიიჩნებს ხატია დეკანოიძე იმისთვის, რომ ოპოზიციამ დაამტკიცოს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ბრძოლა იქნება რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. 

პოლიტიკოსებმა უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს არ არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, არამედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ჩამოსაცილებლად ბრძოლა, რაც არის აუცილებელი,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.

ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმება და ამბობს, რომ მისი პარტია ქარტიას უერთდება. 

შინაარსობრივი ერთობის გარეშე ქართულ ოცნებას ვერ დავამარცხებთ, ქართული ოცნების დამარცხების გარეშე კი აღმოვჩნდებით რუსეთში, მარტივი არჩევანია და კიდევ უფრო გაგვიმარტივა ვითარება პოლიტიკურ პარტიებს ოპოზიციის პრეზიდენტმა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ქარტიას შევუეთდებით,“ - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

 შეთანხმების მნიშვნელობაზე საუბრობს თამარ კორძაიაც. დეპუტატი თვლის, რომ მძიმე არჩევნების წინ ოპოზიციურ სპექტს შორის კონკრეტულ თემებზე ერთობა საჭიროა.

ამ შეთანხმებამდე ჩვენ გვაქვს ორი უმძიმესი კრიზისული დღე ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით. თუ ქართული ოცნება ვეტოს არ გაითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 5 თვეა არჩევნებამდე დარჩენილი, ეს გზა იქნება ძალიან მძიმე და გრძელი არჩევნებამდე მისასვლელი, ამიტომ გვმართებს შეთანხმებებით სიარული,“ - ამბობს კორძაია.

ერთიანი სიის საჭიროებაზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი, თუმცა ამბობს, რომ კონკრეტულ პარტიებს ეს იდეა არ მოსწონთ. 

ამ ვითარებაში საუკეთესო ვარიანტია, რადგან სხვას არაფერს აკეთებს ოპოზიცია და ვერ ვეღირსეთ რომ ერთიანი სია ყოფილიყო. თუმცა უკეთესი იქნებოდა, რაშიც ვერ ვადანაშაულებ პრეზიდენტს, აქ უკვე რამდენიმე პარტიამ თქვა უარი საერთო სიაზე, ეს რაც მოხდა, მემორანდუმი, ძალიან კარგია,“ - ამბობს თაკო ჩარკვიანი.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. 

ცნობილია, რომ ქართულ ქარტიას ხელს არ მოაწერს იაგო ხვიჩიას "გირჩი", ასევე ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული ანა დოლიძეს. 

პრეზიდენტის „ქართულ ქარტია“ - ცნობილია, რომელი პარტიები უერთდებიან სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას.

რა ბედი ელის პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუსს? - რა წერია პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაში".

 

მსგავსი სიახლეები