ჩვენი ამოცანა არის ივანიშვილის გაშვება. ერთიანი სია, ჯერჯერობით, გამარჯვების ფორმულა არ არის - გვარამია
"ჩვენი ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის გაშვება. ერთიანი სია, ჯერჯერობით, გამარჯვების ფორმულა არ არის" - ამის შესახებ "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია საუბრობს.
გვარამია პრეზიდენტის ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ მის მიერ განსაზღვრულ გეგმაში არ არსებობს ისეთი პუნქტი, რაც მისი გუნდისთვის რადიკალურად მიუღებელი იქნება.
პირველ რიგში, მთავარი, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ განმაპირობებელია ხელმოწერისა არის ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტმა საკუთარ თავზე აიღო, რომ ერთიანი გეგმა შექმნას და არა ერთიანი სია პროდასავლური პარტიებისთვის. დღეს რთული ვითარებაა ქვეყანაში, ხელისუფლებას ღიად რუსული გეზი აქვს აღებული და ამიტომ მარტივი არ იქნება არც არჩევნები და არც პოლიტიკური დაპირისპირება ხელისუფლებასთან. ჩვენ ამ დაპირისპირებას მოვიგებთ, რადგან საქართველო სხვანაირად სწორად ვერ განვითარდება. ცხადია, რომ ტექსტს ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად ვეთანხმებით, თუმცა იმგვარი პუნქტი არც ერთი არ არის, რომ ხელი შეგვიშლიდა ამ ქარტიაზე ხელმოწერისთვის. ის, რომ პროფესიონალები უნდა ჭარბობდნენ და არა პოლიტიკური წონის მქონე პირები ეს სავსებით მისაღებია, არა მხოლოდ გარდამავალი არამედ ზოგადად მთავრობისთვის. ვალდებულება ჩნდება, რომ ჩვენ ვიმუშავებთ რეფორმებზე რაც საკანომდებლო თვალსაზრისით იქნება შესაძლებელი. ეს ქარტია არ ეხება სიებს. ჩვენი ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის გაშვება. ერთიანი სია ჯერ-ჯერობით გამარჯვების ფორმულა არ არის," - ამბობს გვარამია.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. რა ბედი ელის პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუსს? - რა წერია პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაში".
ცნობილია, რომ ქართულ ქარტიას ხელს არ მოაწერს იაგო ხვიჩიას "გირჩი", ასევე ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული ანა დოლიძეს.
პრეზიდენტის „ქართულ ქარტია“ - ცნობილია, რომელი პარტიები უერთდებიან სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას.