რა პერსპექტივა აქვს პრეზიდენტის დოკუმენტს - რა საკითხებზე აკეთებენ აქცენტს პოლიტიკის ექსპერტები

27.05.24 15:48
რა პერსპექტივა აქვს პრეზიდენტის დოკუმენტს - რა საკითხებზე აკეთებენ აქცენტს პოლიტიკის ექსპერტები

რა პერსპექტივა აქვს პრეზიდენტის დოკუმენტს - პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ოპოზიციურ პარტიებს მოუწევთ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის აღება.

როგორც გია ხუხაშვილი ამბობს, მთავრობის ფორმირება მნიშვნელოვანი ეტაპია და არ არის გამორციხული, რომ პრაიმერისიც ჩატარდეს.

როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად ეს არის გამართული გზა, რომ ხელისუფლებამ განიცადოს პოლიტიკური მარცხი.

შეთავაზება უნდა იყოს პოლიტიკური პარტიებიდან, სამოქალაქო საზოგადოებიდან, ანუ კანდიდატების რიცხვი ამა თუ იმ თანამდებობაზე შეიძლება იყოს ძალიან მაღალი. თვითონ მერე ამ კანდიდატებიდან როგორ შეირჩეს საუკეთესო, ეს არის წმინდა ტექნიკური თემა, ისე უნდა დამუშავდეს, რომ ნდობა იყოს ამ პროცესის მაღალი, კვლევა ჩატარდეს, პრაიმერისი ჩატარდეს.
მე მესმის პარტიების დაძაბულობა, რომ ახლა პოლიტიკაში იმისთვისარიან, რომ ხელისიუფლებაში მოვიდნენ, მაგრამ დაიცადონ ერთი წელი - ცოტა გაიჭირვონ, ცოტა ნაცარი დაიყარონ თავზე. ითანამშრომლონ, კონკურენტებადაც დარჩნენ, თუმცა ყოველთვის ახსოვდეთ, რომ არსებობს მიზანი, რომელიც ყველა პარტიაზე და ყველა პოლიტიკოსზე მაღლა დგას," - ამბობს გია ხუხაშვილი.

დავით ზურაბიშვილი იმ საკითხებზე საუბრობს, რაც კონსულტაციების დროს უნდა დაზუსტდეს:

დასაზუსტებელი იქნება კონსულტაციებში, ერთი წელი იყოს თუ ორი წელი უფლებამოსილების ვადა და როგორ მოხდეს მთავრობის დაკომპლექტება. საერთო პლატფორმისთვის, საერთო შეჯიბრებისთვის ეს შეიძლება გამოდგეს," - ამბობს დავით ზურაბიშვილი.

ბექა კობახიძის თქმით, თუ ქარტიის მუხლები შესრულდება, ინსტიტუციები დამოუკიდებლები იქნებიან:

თუ ქარტიის მუხლების შესრულებას მივაღწევთ, ყოველი შემდეგი არჩევნები იყოს დემოკრატიულ გარემოში ჩატარებული, პოლიციის, სუს-ის, გაყალბების გარეშე და საქართველო ბოლოსდაბოლოს ეღირსოს როგორც სამართლიან სასამართლოს, ასევე ევროპულ პერსპექტივას.

მოაწერენ თუ არა ხელს, ყველა ვარიანტში ქარტიის ეს მუხლები არის საზოგადოების დაკვეთა და მოუწევთ მათი გათვალისწინება პოლიტიკური პროცესის მსვლელობისას," - ამბობს ბექა კობახიძე.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. რა ბედი ელის პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუსს? - რა წერია პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაში".

ცნობილია, რომ ქართულ ქარტიას ხელს არ მოაწერს იაგო ხვიჩიას "გირჩი", ასევე ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული ანა დოლიძეს. 

პრეზიდენტის „ქართულ ქარტია“ - ცნობილია, რომელი პარტიები უერთდებიან სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას.

მსგავსი სიახლეები