გადავწყვიტეთ, რომ ხელი მოვაწეროთ ქარტიას - ანა დოლიძე

27.05.24 16:36
გადავწყვიტეთ, რომ ხელი მოვაწეროთ ქარტიას - ანა დოლიძე

ანა დოლიძის პარტია "ხალხისთვის" პრეზიდენტის ინიციტივას თანხმდება და "ქართულ ქარტიას" ხელს აწერს. 

როგორც ანა დოლიძე წერს, პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სალომე ზურაბიშვილის შედგენილ დოკუმენტს შეუერთდნენ.

მეგობრებო, ჩვენ პარტიაში არის დემოკრატიული პროცესი. სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს ვიღებთ დემოკრატიულად და არა ერთპიროვნულად. 
როგორც მოგახსენეთ, პრეზიდენტის დოკუმენტში თავმოყრილია, მათ შორის ჩვენ მიერ დიდი ხნის წინ წარმოდგენილი რეფორმები, რომელთა დანერგვა აუცილებლად მიგვაჩნია. შესაბამისად, პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ხელი მოვაწეროთ ქარტიას და მზად ვართ ყველა რეფორმის დაუყონებლივ განხორციელებისთვის," - წერს დოლიძე.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. რა ბედი ელის პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუსს? - რა წერია პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაში".

ცნობილია, რომ ქართულ ქარტიას ხელს არ მოაწერს იაგო ხვიჩიას "გირჩი", ასევე ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული ანა დოლიძეს. 

პრეზიდენტის „ქართულ ქარტია“ - ცნობილია, რომელი პარტიები უერთდებიან სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას.

 

მსგავსი სიახლეები