ვინ მოხვდება მომავალ მთავრობაში და ვინ (არ)ჩაიბარებს ძალოვან უწყებებს? - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია
ერთობა ეროვნული მიზნისკენ ერთიანი სიის გარეშე - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია. პრეზიდენტის გეგმის მიხედვით, მომავალ მთავრობაში მინისტრები მხოლოდ პროფესიული ნიშნით შეირჩევიან, დროებითი მთავრობის წევრები შესაძლოა, პოლიტიკოსები არც კი იყვნენ.
ეკა ბესელია ადასტურებს, რომ ოპოზიციურ პარტიებში მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ძალოვან უწყებებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ ჩაიბარებენ.
პირველი მოსაზრება, რომ ნაკლებად იყოს პოლიტიკური და მეტად იყოს პროფესიული მთავრობა, ანუ დარგის სფეროს პროფესიონალები რომლებიც მეტ ნდობას გამოიწვევს საზოგადოებაში, ეს არის ამ იდეის ხიბლი.
ის, რომ იგივე, ნაციონალური მოძრაობიდან არ უნდა იყვნენ ძალოვან უწყებებში მთავრობის ფორმირების პროცესში წარმოდგენილი კანდიდატები, ესეც არის მოსაზრება, რომელზედაც მე ვიცი, რომ ასევე არის მხარდაჭერილი ეს იდეა და ვფიქრობ, რომ დააზღვევს იმ რისკებს, რაც წარსულში იყო.
ეს არის ახალი ტიპის რეალობა, სადაც ამ მოკლე პერიოდში, როდესაც ეს რეფორმები უნდა შესრულდეს, მოლაპარაკების დიალოგი გაიხსნას ევროკავშირთან, შემდეგ შეიძლება ჩატარდეს ნორმალური, მშვიდობიანი არჩევნები, სადაც ყველა მიიღებს თავის რეალურ, პროპორციულ ხმას.
ერთობა ერთიანი სიის გარეშე, იმიტომ, რომ ერთიანი სია არ უნდა იყოს აკვიატება, პანაცეა და ერთადერთი ალტერნატივა, მთავარია, რას აძლევ ხმას, ამ გეგმას უნდა მისცეს ხალხმა ხმა და მთავარია, რომ ყველა გემოვნების ამომრჩეველს ჰქონდეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა,“ - ამბობს ეკა ბესელია.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. რა ბედი ელის პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუსს? - რა წერია პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაში".
ცნობილია, რომ ქართულ ქარტიას ხელს არ მოაწერს იაგო ხვიჩიას "გირჩი".
პრეზიდენტის „ქართულ ქარტია“ - ცნობილია, რომელი პარტიები უერთდებიან სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას - ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ახალი, ევროპული საქართველო, ლელო, გირჩი - მეტი თავისუფლება, დროა, ფრაქცია ევროოპტიმისტები, ანა დოლიძის პარტია "ხალხისთვის", ეროვნულ დემოკრატიული პარტია.