მთავარი გზავნილია შეთანხმება შინაარსზე - ბოკერია

27.05.24 16:56
მთავარი გზავნილია შეთანხმება შინაარსზე - ბოკერია

"ევროპული საქართველო" პრეზიდენტის ინიციატივას იზიარებს და "ქართულ ქარტიას" უერთდება. გიგა ბოკერია განმარტავს, რა არის ახლა მთავარი და რაზე უნდა ფოკუსირდეს ოპოზიციური სპექტრი.

მთავარი გზავნილია შეთანხმება შინაარსზე, დემონსტრირება იმისა, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ მუშაობა ქვეყნისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ და არა საზიანო და ივანიშვილის პროპაგანდისთვის სასარგებლო საუბარი ერთ სიაზე, ყველას ერთ ყულაბაში ჩაყრაზე და არჩევანის შეზღუდვაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის," - ამბობს ბოკერია.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ქარტიას ხელს აწერენ: ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ახალი, ევროპული საქართველო, ლელო, გირჩი - მეტი თავისუფლება, დროა, ფრაქცია ევროოპტიმისტები, ანა დოლიძის პარტია "ხალხისთვის".

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. რა ბედი ელის პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუსს? - რა წერია პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაში".

ცნობილია, რომ ქართულ ქარტიას ხელს არ მოაწერს იაგო ხვიჩიას "გირჩი", ასევე ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული ანა დოლიძეს. 

პრეზიდენტის „ქართულ ქარტია“ - ცნობილია, რომელი პარტიები უერთდებიან სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას.

მსგავსი სიახლეები