პრეზიდენტს შალვა პაპუაშვილი დარღვევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს - მიზეზი "ქართული ქარტიაა"

27.05.24 17:37
პრეზიდენტს შალვა პაპუაშვილი დარღვევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს - მიზეზი "ქართული ქარტიაა"

საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციის დარღვევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს - შალვა პაპუაშვილი ამჯერად ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ წარდგენილი "ქართული ქარტია" საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღებას ნიშნავს.

აქ შეიკრიბა ყველა ომის პარტია და აქვთ საერთო ომის ქარტია. ამ ერთობის მიზანი ესაა, რომ ვერანაირად რომ ვერ დაარწმუნეს მოსახლეობა, რომ არიან თითქოს ცალ-ცალკე ძალები, შეიკრიბნენ ისევ ერთიან ფანჩატურში, რომელშიც ისინი არაერთხელ იყვნენ და ესეც არის - ერთი და იგივე მდინარეში შედის ოპოზიცია. 
კარგია, რომ ის ფარსი, რომლის მიყიდვასაც ცდილობდა ოპოზიცია, თითქოს ის იყო სხვადასხვა ძალა, ეს ფარსი დავასრულებინეთ.
მეორე ასპექტი კიდევ მნიშვნელოვანი - ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ელჩების თანდასწრებით თან, კიდევ ერთხელ დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა, იმით, რომ ის მისი პოზიციით, საქართველოს პრეზიდენტის პოზიციიდან ერევა საარჩევნო კამპანიაში, მონაწილეობს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საარჩევნო კამპანიაში - სახავს საარჩევნო სტრატეგიას, საარჩევნო მიზნებს, არჩევნების შემდეგ მთავრობის დაკომპლექტების გეგმებს და ა.შ. ეს არის მარტივად დარღვევა კონსტიტუციის,“ - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. რა ბედი ელის პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუსს? - რა წერია პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაში".

ცნობილია, რომ ქართულ ქარტიას ხელს არ მოაწერს იაგო ხვიჩიას "გირჩი", ასევე ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული ანა დოლიძეს. 

პრეზიდენტის „ქართულ ქარტია“ - ცნობილია, რომელი პარტიები უერთდებიან სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას.

 

მსგავსი სიახლეები