როდესაც გამორჩეულად მაღალი IQ-ს მქონე ქალბატონი წილოსანი კომპეტენციას გიწუნებთ, დარწმუნებული ვარ, რომ არ იღებთ შეურაცხყოფად - ბოკუჩავა
"როდესაც გამორჩეულად მაღალი IQ-ს მქონე ქალბატონი წილოსანი კომპეტენციას გიწუნებთ, დარწმუნებული ვარ, რომ ამას არ იღებთ შეურაცხყოფად," - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს.
გიორგი მსხილაძის მოსმენა პარლამენტში ხმაურის, დაპირისპირების და შეურაცხმყოფელი ეპითეტების ფონზე მიმდინარეობდა.
როდესაც გამორჩეულად მაღალი IQ-ს მქონე ქალბატონი წილოსანი კომპეტენციას გიწუნებთ, დარწმუნებული ვარ, რომ ამას არ იღებთ შეურაცხყოფად, პირიქით, ეს არის ყველაზე დიდი პატივი, რომ თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია,“ - ამბობს ბოკუჩავა.
"ქართული ოცნების" დეპუტატები თავს ვერ იკავებდნენ მსხილაძის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან:
- ძალიან მძიმე და მდაბიო საქციელია შვილების და მომავალი თაობის ხსენება და მეტი არ გაბედოთ - მათიკაშვილი მსხილაძეს
- რას გვაბოლებ? ვინ არის შენი ასაგდები? უზრდელო - დაჩი ბერაია მსხილაძეს
- მოხვედით და ისევ "რატომ - იმიტოთი" დაიწყეთ საუბარი - იონათამიშვილი მსხილაძეს
- ვეტო არის თუ არა ზურაბიშვილის პოლიტიკაში ჩართვის წინასაფუძველი? - წილოსანი მსხილაძეს
- წარმოუდგენლად ამორალური ადამიანი ბრძანდებით - წილოსანი მსხილაძეს
- რას ეუბნებით შვილებს თქვენი საქციელისთვის, რასაც ამ დღეებში აკეთებთ? - რიმა ბერაძე მსხილაძეს
- სტალინს რომ აგინებთ, სტალინმა თქვა - შვილები მშობლებზე პასუხს არ აგებენ. რა დაიწყეთ ბავშვებით ვაჭრობა - ჯაფარიძე