კორძაია მსხილაძეს: "ოცნების" მარია ზახაროვა თქვენ კომპეტენციას რომ გიწუნებთ ეს უხერხულია
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანზე დღეს "ქართულ ოცნებას" იერიში მიაქვს - დილიდან სასესიო სხდომაზე გიორგი მსხილაძის მისამართით არაერთი შეურაცხმყოფელი ეპითეტი გაჟღერდა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ძველბიჭურ გამონათქვამებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
გიორგი, "ქართული ოცნების" მარია ზახაროვა თქვენ კომპეტენციას რომ გიწუნებთ ეს უხერხულია, მაგრამ ეს თქვენზე დადებითად მეტყველებს,“ - ამბობს კორძაია.
"ქართული ოცნების" დეპუტატები თავს ვერ იკავებდნენ მსხილაძის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან:
- ძალიან მძიმე და მდაბიო საქციელია შვილების და მომავალი თაობის ხსენება და მეტი არ გაბედოთ - მათიკაშვილი მსხილაძეს
- რას გვაბოლებ? ვინ არის შენი ასაგდები? უზრდელო - დაჩი ბერაია მსხილაძეს
- მოხვედით და ისევ "რატომ - იმიტოთი" დაიწყეთ საუბარი - იონათამიშვილი მსხილაძეს
- ვეტო არის თუ არა ზურაბიშვილის პოლიტიკაში ჩართვის წინასაფუძველი? - წილოსანი მსხილაძეს
- წარმოუდგენლად ამორალური ადამიანი ბრძანდებით - წილოსანი მსხილაძეს
- რას ეუბნებით შვილებს თქვენი საქციელისთვის, რასაც ამ დღეებში აკეთებთ? - რიმა ბერაძე მსხილაძეს
- სტალინს რომ აგინებთ, სტალინმა თქვა - შვილები მშობლებზე პასუხს არ აგებენ. რა დაიწყეთ ბავშვებით ვაჭრობა - ჯაფარიძე