დეკანოიძე მსხილაძეს: გირჩევდით, არ მიაქციოთ ყურადღება ამ ძველბიჭურ და ქუჩურ მომართვებს
"გირჩევდით, არ მიაქციოთ ყურადღება ამ ძველბიჭურ და ქუჩურ მომართვებს," - ამ სიტყვებით მიმართა ხატია დეკანოიძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს.
დეკანოიძის შეფასებით, "ქართულ ოცნებას" მხოლოდ ივანიშვილის დავალებების შესრულება ადარდებს.
გირჩევდით, არ მიაქციოთ ყურადღება ამ ძველბიჭურ და ქუჩურ მომართვებს, იმიტომ, რომ საგნობრივი განხილვა ქართულ ოცნებას არ აინტერესებს, რაც აინტერესებს ეს არის ივანიშვილის დავალების შესრულება,“ - ამბობს დეკანოიძე.
"ქართული ოცნების" დეპუტატები თავს ვერ იკავებდნენ მსხილაძის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან:
- ძალიან მძიმე და მდაბიო საქციელია შვილების და მომავალი თაობის ხსენება და მეტი არ გაბედოთ - მათიკაშვილი მსხილაძეს
- რას გვაბოლებ? ვინ არის შენი ასაგდები? უზრდელო - დაჩი ბერაია მსხილაძეს
- მოხვედით და ისევ "რატომ - იმიტოთი" დაიწყეთ საუბარი - იონათამიშვილი მსხილაძეს
- ვეტო არის თუ არა ზურაბიშვილის პოლიტიკაში ჩართვის წინასაფუძველი? - წილოსანი მსხილაძეს
- წარმოუდგენლად ამორალური ადამიანი ბრძანდებით - წილოსანი მსხილაძეს
- რას ეუბნებით შვილებს თქვენი საქციელისთვის, რასაც ამ დღეებში აკეთებთ? - რიმა ბერაძე მსხილაძეს
- სტალინს რომ აგინებთ, სტალინმა თქვა - შვილები მშობლებზე პასუხს არ აგებენ. რა დაიწყეთ ბავშვებით ვაჭრობა - ჯაფარიძე