ლუსტრაციისთვის კარგი იყო, რომ არ შეიძლება ხელისუფლებაში გყავდეს ძალა, რომელიც ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდება - ყურუა

30.05.24 13:46
ლუსტრაციისთვის კარგი იყო, რომ არ შეიძლება ხელისუფლებაში გყავდეს ძალა, რომელიც ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდება - ყურუა

"საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ რიგებში ერთი კაცი არ გამოინახა, რომ ეკითხა, ამ სისულელეს რატომ აკეთებთ, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, შედეგი არ ექნება და მეორე, არაკაცურიაო," - ამის შესახებ ბოპრის ჩელე ყურუა საუბრობს.

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი მუქარის შემცველ ზარებს ეხმაურება და დარწმუნებულია, რომ ამის უკან ხელისუფლება დგას.

მირეკავდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში გადაბმულად, მემუქრებოდნენ, მაგინებდნენ, მეც ვაგინებდი და ვემუქრებოდი. ბებიაჩემს, დედაჩემს დაურეკეს, ამის შემდეგ მოხდა სახლთან დახვედრა და ის ლაჩრული რაღაც, რაც გააკეთეს. საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ რიგებში ერთი კაცი არ გამოინახა, რომ ეკითხა, ამ სისულელეს რატომ აკეთებთ, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, შედეგი არ ექნება და მეორე, არაკაცურიაო. ვხვდებით, როგორი პოლიტიკური ძალაა და ლუსტრაციისთვის კარგი იყო, რომ არ შეიძლება ხელისუფლებაში გყავდეს ძალა, რომელიც ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდება,“ - ამბობს ყურუა.

"ქართული ოცნება" დიდ სკანდალშია გახვეული - გაშიფრულია გინების ქოლცენტრების თაღლითური სქემა. რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს მუქარის შემცველი ზარები აზერბაიჯანელი პენსიონერების ნომრებიდან შესდიოდათ:

  • "84 წლის აზერბაიჯანელი ქალი ამტკიცებს, რომ სახლიდანაც არ გადის, არათუ ვინმე ქართველთან დაერეკა" - ჟურნალისტური გამოძიება მუქარის შემცველ ზარებზე
  • გამოსაძიებელია, ალბათ, ეს საკითხი. შეიძლება არის კიდეც დაწყებული, ასეთი ზარები გაისმა დეპუტატებთანაც - პრემიერი მუქარის შემცველ ზარებზე
  • მიმართონ შესაბამის უწყებას... გაჩვენოთ როგორი მუქარები მოდიოდა ჩემთან? გამოძიება არ მჭირდება - კალაძე მუქარის ზარებზე
  • კახაძე მუქარის ზარებზე: ამ ქვეყნის ხელისუფალს ეს არასდროს განუზრახავს
  • ხაბარელი: ბაქოდან არის თუ გამოძიება არ დაწყებულა, მე ვერაფერს ვერ გეტყვით
     

მსგავსი სიახლეები