ყველაფრის უკან მთავრობა და უსაფრთხოების სამსახური დგას - ბერიძიშვილი მუქარის შემცველ ზარებზე
"ყველაფრის უკან რომ მთავრობა და უსაფრთხოების სამსახური, ეს ნათელია," - ამის შესახებ "ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ბექა ბერიძიშვილი საუბრობს.
ბერიძიშვილი დარწმუნებულია, რომ მუქარის შემცველი ზარების უკან, რომელსაც რუსული კანონის მოწინააღმდეგები იღებდნენ, სწორედ ხელისუფლება დგას.
სანამ ისინი იქნებიან მთავრობაში, არ გვაქვს იმედი, რომ ეს გამოძიებული იქნება, მაგრამ არსებობს ეს ქეისები და აუცილებლად, როცა მთავრობა შეიცვლება, ამ ყველა საქმეს გამოიძიებენ და ყველა დაისჯება,“ - ამბობს ბერიძიშვილი.
"ქართული ოცნება" დიდ სკანდალშია გახვეული - გაშიფრულია გინების ქოლცენტრების თაღლითური სქემა. რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს მუქარის შემცველი ზარები აზერბაიჯანელი პენსიონერების ნომრებიდან შესდიოდათ:
- "84 წლის აზერბაიჯანელი ქალი ამტკიცებს, რომ სახლიდანაც არ გადის, არათუ ვინმე ქართველთან დაერეკა" - ჟურნალისტური გამოძიება მუქარის შემცველ ზარებზე
- გამოსაძიებელია, ალბათ, ეს საკითხი. შეიძლება არის კიდეც დაწყებული, ასეთი ზარები გაისმა დეპუტატებთანაც - პრემიერი მუქარის შემცველ ზარებზე
- მიმართონ შესაბამის უწყებას... გაჩვენოთ როგორი მუქარები მოდიოდა ჩემთან? გამოძიება არ მჭირდება - კალაძე მუქარის ზარებზე
- კახაძე მუქარის ზარებზე: ამ ქვეყნის ხელისუფალს ეს არასდროს განუზრახავს
- ხაბარელი: ბაქოდან არის თუ გამოძიება არ დაწყებულა, მე ვერაფერს ვერ გეტყვით