მარიკაშვილი: ამ სპეცოპერაციის და მასშტაბური ტერორის უკან იდგა უსაფრთხოების სამსახური და სახელმწიფო

30.05.24 14:00
მარიკაშვილი: ამ სპეცოპერაციის და მასშტაბური ტერორის უკან იდგა უსაფრთხოების სამსახური და სახელმწიფო

"ფაქტობრივად, გამორიცხულია, რომ ოპერატიულ-ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც დღეს საქართველოში უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს, მსგავსი მასშტაბის სპეცოპერაცია ჩაეტარებინა," - ამ განცხადებას GDI-ის ხელმძღვანელი ედუარდ მარიკაშვილი აკეთებს.

მარიკაშვილი მუქარის შემცველ ზარებზე საუბრის დროს ამბობს, რომ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა უსაფრთხოების სამსახურს აქვს და ეს უმყარებს ეჭვს, რომ სწორედ სახელმწიფო იდგა რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა ტერორის უკან.

ამავე დროს, ეს ზარები თავისი შინაარსით შეიცავდა ძალიან ბევრ პერსონალურ ინფორმაციას, ამ ადამიანებმა ეს ინფორმაცია იცოდნენ, დიდი ალბათობით, სწორედ უსაფრთხოების სამსახურისგან, რაც საბოლოო ჯამში, ადასტურებს იმას, რომ ამ სპეცოპერაციის და მასშტაბური ტერორის უკან იდგა უსაფრთხოების სამსახური და სახელმწიფო,“ - ამბობს მარიკაშვილი.

"ქართული ოცნება" დიდ სკანდალშია გახვეული - გაშიფრულია გინების ქოლცენტრების თაღლითური სქემა. რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს მუქარის შემცველი ზარები აზერბაიჯანელი პენსიონერების ნომრებიდან შესდიოდათ:

  • "84 წლის აზერბაიჯანელი ქალი ამტკიცებს, რომ სახლიდანაც არ გადის, არათუ ვინმე ქართველთან დაერეკა" - ჟურნალისტური გამოძიება მუქარის შემცველ ზარებზე
  • გამოსაძიებელია, ალბათ, ეს საკითხი. შეიძლება არის კიდეც დაწყებული, ასეთი ზარები გაისმა დეპუტატებთანაც - პრემიერი მუქარის შემცველ ზარებზე
  • მიმართონ შესაბამის უწყებას... გაჩვენოთ როგორი მუქარები მოდიოდა ჩემთან? გამოძიება არ მჭირდება - კალაძე მუქარის ზარებზე
  • კახაძე მუქარის ზარებზე: ამ ქვეყნის ხელისუფალს ეს არასდროს განუზრახავს
  • ხაბარელი: ბაქოდან არის თუ გამოძიება არ დაწყებულა, მე ვერაფერს ვერ გეტყვით

 

მსგავსი სიახლეები