შეიძლება, ივანიშვილი ფიქრობს, რომ ჩვენთვის გამოწერილი ჯარიმებით ორ მილიარდიან ვალს გადაიხდის - თინა ლაღიძე
"ჩვენ ვართ მსახიობები, გვჭირდება გახსნილობა ევროპასთან, იმ ღია საზოგადოებასთან, რისი ნაწილიც ჩვენ ვართ"- ამის შესახებ მსახიობმა თინა ლაღიძემ "პირველებთან" თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მის ახალგაზრდა კოლეგას, ნანო მახარაძს ასამართლებენ.
მსახიობი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიზანია რუსული კანონის მოწინააღმდეგეები დააშინოს და მათთვის გამოწერილი ჯარიმებით ხაზინა შეავსოს:
ცდილობენ, დააშინონ საზოგადოება, ამ ჯარიმებით შეავსონ ხაზინა, ვფიქრობ, ჩვენი ჯარიმების ხარჯზე, შეიძლება, ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს რომ გადაიხდის თავის ორ მილიარდს ვალს"- თქვა არტისტმა.
ნანო მახარაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა ეკა ნიჟარაძემაც - "ვიბრძოლებთ"- ამბობს მსახიობი.
დღეს სასამართლოს შენობაში იმყოფებოდნენ ბაია დვალიშვილი, ნატა მურვანიძე და ქართული კინოს და თეატრის სხვა ხელოვანები.
რაც შეეხება მსახიობის წინააღმდეგ დავას, ანანო მახარაძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო, მოსამართლე გადაწყვეტილებას 4 ივნისს გამოაცხადებს.
ასევე ნახეთ: