აქ სამართალს არავინ ეძებს, პასუხს აქციებზე დგომის გამო გვთხოვენ - მსახიობი ანანო მახარაძე
ხელოვანები რეპრესიების წინააღმდეგ - ანანო მახარაძე დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება ხელისუფლებამ აქციებში მონაწილეობის გამო დაიწყო.
ახალგაზრდა მსახიობს ეჭვი არ ეპარება, რომ მიზანი იმ ადამიანების დაშინებაა, ვინც რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში დგას.
განცდა დამრჩა, რომ არანაირ მტკიცებულებას არ აქვს აზრი. გვედავებიან იმას, რომ აქციებზე დავდივართ. აქ სამართალს არავინ ეძებს, უბრალოდ პასუხს გვაგებინებენ იმაზე, რომ აქციებზე დავდივარ, დაშინების მცდელობაა.
მიუხედავად იმისა რომ ეს კანონი უკვე მიიღეს, არ უნდა გავჩერდეთ და არ უნდა შევეგუოთ"- თქვა მსახიობმა.
ანანო მახარაძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო, მოსამართლე გადაწყვეტილებას 4 ივნისს გამოაცხადებს.
თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს მსახიობებით და რეჟისორებით იყო სავსე - ისინი ადგილზე ახალგაზრდა კოლეგის, მსახიობ ანანო მახარაძისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდნენ.
მახარაძის წინააღმდეგ გამოძიება რუსული კანონის მომღებმა ხელისუფლებამ აქციებში მონაწილეობის გამო დაიწყო. მსახიობებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ "ქართული ოცნების" მიზანი იმ ხალხის დაშინებაა, ვინც რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში დგას.
ასევე ნახეთ:
- ამით ბრძოლა არ დასრულდება, არ მგონია, ვინმემ იგივე გზა არ გადაკეტოს - ნატო მურვანიძე
- შესაძლებელია მეც და ჩემი შვილიც (აღმოვჩნდეთ სასამართლოზე), თუ შემიძლია ხოლმე ფეხზე დგომა, აქციაზე ვარ - ბაია დვალიშვილი
- შეიძლება, ივანიშვილი ფიქრობს, რომ ჩვენთვის გამოწერილი ჯარიმებით ორ მილიარდიან ვალს გადაიხდის - თინა ლაღიძე
- "ვიბრძვით!" - მსახიობი ეკა ნიჟარაძე