აქვს თუ არა აშშ-ის ვიზა და მიიღო თუ არა შეტყობინება სახდეპისგან პარლამენტის თავმჯდომარემ?

04.06.24 19:34
აქვს თუ არა აშშ-ის ვიზა და მიიღო თუ არა შეტყობინება სახდეპისგან პარლამენტის თავმჯდომარემ?

აქვს თუ არ აშშ-ის ვიზა და მიიღო თუ არა შეტყობინება პარლამენტის თავმჯდომარემ ვიზის შეჩერებასთან დაკავშირებით? - შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებს ამასთან დაკავშირებით არ პასუხობს.

შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა რამდენჯერმე გაუმეორეს კითხვა - აქვს თუ არა მას აშშ-ის ვიზა და მიიღო თუ არა შეტყობინება მოგზაურობის აკრძალვასთან დაკავშირებით.

პაპუაშვილმა მხოლოდ ერთ კითხვას უპასუხა, რომელიც სახდეპიუს სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას ეხებოდა, რომელმაც თქვა, რომ "სანქციებს უყოყმანოდ დავაწესებდით".

რაც შეეხება სანქციებით მუქარას, საქართველოსთვის სანქციები არ არის სიახლე. ჩვენ ათწლეულებია სხვადასხვა სანქციის ქვეშ ვართ ნამყოფი, მათ შორის რუსეთიც ცდილობდა, რომ სანქციებით მოეხდინა ზემოქმედება ქართველ ხალხზე. ეს არის ქართველ ხალხთან რუსული სტილით საუბარი და არ მგონია, ვინმესთვის სასიკეთო იყოს ეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

"„ქართული ოცნების“ დეპუტატების ოჯახის წევრებმა უკვე მიიღეს შეტყობინებები, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზები გაუუქმათ" - ამ ინფორმაციას დეპუტატი ხატია დეკანოძე ავრცელებს. დეპუტატის თქმით, სანქციები დაეკისრება იმ პირებსაც, ვინც ძალადობას აორგანიზებს და მასში მონაწილეობს. 

დეკანოიძის გარდა, აშშ-ის ვიზებთან დაკავშირებით მაღალჩინოსნებს რომ შეტყობინებები მისდით, ისაუბრა IDFI-ის ხელმძღვანელმაც - "მისდით შეტყობინებები აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ძალოვან სტრუქტურებს, მგზავრობის აკრძალვის თაობაზე".

 

მსგავსი სიახლეები