"თქვენი კითხვები ფეხებზე მკიდია" - დიტო სამხარაძე პარლამენტში მიიყვანეს (ვიდეო)

11.06.24 15:48
"თქვენი კითხვები ფეხებზე მკიდია" - დიტო სამხარაძე პარლამენტში მიიყვანეს (ვიდეო)

 

 

ვინ გაიარა რეგისტრაცია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიტო სამხარაძის ნაცვლად და ვინ გაატარა მისი ბარათი? - "ოცნების" დეპუტატი "პირველების" მიერ დასმულმა კითხვამ გააღიზიანა. 

"თქვენი კითხვები ფეხებზე მკიდია" - უთხრა "ტვ პირველის" ჟურნალისტს სამხარაძემ და გაიქცა. 

"ოცნების" მაგინებელი დეპუტატი ჩავარდნილი კვორუმების შემდეგ პარლამენტში მიიყვანეს.

დეპუტატ თეონა აქუბარდიას ინფორმაციით,"ოცნების“ დეპუტატები, როლებსაც კვორუმის სიაში დასწრება აქვთ მითითებული, კენჭისყრის დროს ფიზიკურად დარბაზში არ იმყოფებოდნენ - სწორედ ასეთ დეპუტატებს შორის იყო დიტო სამხარაძე.

დღეს პარლამენტის სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიხსნა. შალვა პაპაშვილმა სხდომაზე რეგისტრაცია ორჯერ გამოცხადა, თუმცა ორჯერვე ეს მცდლეობა უშედგოდ აღმოჩნდა - კვორუმი არ შედგა. პირველ ჯერზე 71, ხოლო განმეორებით რეგისტრაციაზე 73 დეპუტატი დაფიქსირდა.

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ოპოზიციიდან „გირჩის“ დეპუტატები და ასევე, თეონა აქუბარდია და ტარიელ ნაკაიძე იმყოფებიან. მათ რეგისტრაცია არ გაიარეს.

მსგავსი სიახლეები