ჰერჩინსკი: თუ ქართველები ხმებით გადაწყვეტთ, არ გააგრძელოთ ევროკავშირისკენ სვლა, მაშინ საქართველო დაკარგავს მთლიან ფინანსურ დახმარებას
ევროკავშირის ელჩის გაფრთხილება "ოცნებას" - "თუ არჩევნები უმაღლესი სტანდარტებით არ ჩატარდება, ეს შეფასდება საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ და მზად ვართ, წარმოვადგინოთ განსხვავებული ვარიანტები, ეს არ არის მუქარა, ეს რეალობაა" - ამბობს პაველ ჰერჩინსკი.
ელჩმა ფინანსურ დახმარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხაზგასმით თქვამ რომ "თუ საქართველოს მთავრობის ტრაექტორია არ შეიცვლება, ქვეყანა უფრო და უფრო მეტს დაკარგავს".
ჰერჩინსკის საქართველოს მოსახლეობის მიმართაც ჰქონდა გზავნილი - "თუ ქართველები ხმებით გადაწყვეტთ, არ გააგრძელოთ ევროკავშირისკენ სვლა, მაშინ საქართველო დაკარგავს მთლიან ფინანსურ დახმარებას, რომელიც მიმართულია გაწევრიანებამდე" - განაცხადა ელჩმა.
ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებებმა და ქმედებებმა საქმე მიიყვანა იქამდე, რომ ასეთ დაბალ ნიშნულზე მივიდა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები . ჩვენ ველოდებით არჩევნების დღეს და დავაკვირდებით, როგორ ჩატარდება არჩევნები. იმედი გვაქვ,ს რომ ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. იმ შემთხვევაში თუ ეს არ მოხდება, ჩვენ მზად ვართ წარმოვადგინოთ სხვადასხვა ვარიანტები. ეს არ არის მუქარა, ეს არის რეალობა. ჩვენ წარსულში გვქონდა მაგალითები, როცა არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ არ გვქონდა არჩევანი, რომ არ განგვეხორციელებინა სხვადასხვა ზომები, მათ შორის სანქციებიც. სანქაციების დაწესება რთულია და ეს მოითხოვს ერთიანობას, მაგრამ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას არ სჭირდება ერთიანობა.
არავის უნდა ჩვეულებრივი მოქალქების დასჯა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ხელისუფლების ქმედებების და განცხადებებიდა გამომდინარე. ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეჩერებინა ფინანსური დახმარება მთავრობისთვის. საქართველომ უკვე დაკარგა 121 მილიონი დოლარის ევროპული დახმარება, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ მიმდინარე დახმარების პროგრამებს. თუ საქართველოს მთავრობის ტრაექტორია არ შეიცვლება საქართევლო დაკარგავს უფრო და უფრო მეტს.
თუ თქვენ, ქართველები ხმებით გადაწყვეტთ, რომ არ გააგრძელოთ ევროკავშირისკენ სვლა, მაშინ საქართველო დაკარგავს მთლიან ფინანსურ დახმარებას, რომელიც მიმართულია გაწევრიანებამდე და საქართველო დაკარგავს მთელ ფულს, რომელსაც ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნები იღებენ, ისინი ვისაც აქვთ დაბალი ეკონომიკური გამვითარება", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ელჩის განცხადებები სრულად:
- რა შემთხვევაში არ გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი "არც დღეს, არც ხვალ და არც 2030-ში" - ჰერჩინსკის გაფრთხილება
- ჰერჩინსკი: ეს არჩევნები საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თითოეული ქართველის გადასაწყვეტია, როგორი მომავალი სურთ
- ჰერჩინსკი: ევროკავშირის პოზიციაა, რომ სწორედ "ოცნების" ქმედებებმა გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება საქართველოსა და EU-ს შორის
- ჰერჩინსკი: საქართველოს მთავრობისა და "ოცნების" ოფიციალურ პირებს შორის შეჯიბრია, ვინ მიაყენებს შეურაცხყოფას EU-ს ყველაზე ძლიერად