რა შემთხვევაში არ გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი "არც დღეს, არც ხვალ და არც 2030-ში" - ჰერჩინსკის გაფრთხილება

18.10.24 12:29
რა შემთხვევაში არ გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი "არც დღეს, არც ხვალ და არც 2030-ში" - ჰერჩინსკის გაფრთხილება

ევროკავშირის ელჩის გაფრთხილება - პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ გარდაიქმენა, ოპოზიცია აიკრძალება, ქვეყანაში სამოქალაქო ორგანიზაციები და თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია აღარ იარსებებს და თუ ადამიანის უფლებებიდ აცული არ იქნება, მაშინ "საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და 2030-ში".

ჰერჩინსკი ბოლოდროინდელ მოვლენებსაც აფასებს და ამბობს, რომ "ოცნების" მხრიდან უკანასკნელი წლის განმავლობაში ანტიდასავლური, ანტიევროპული დეზინფორმაცია არ შეჩერდა.

ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნა, რომელიც გვქონდა ერთი წლის წინ გაფართოების პირველი ანგარიშით იყო ანტიდასავლური, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის, კონსპირაციული თეორიების, უცნაური ნარატივის შეწყვეტა. სამწუხაროდ, უკანასკნელი წლის განმავლობაში ანტიდასავლური, ანტიევროპული დეზინფორმაცია არ შეჩერდა. პირიქით, მსურს გაგიზიაროთ, ვცხოვრობ რა აქ თბილისში და ვუსმენ რა თქვენს ანგარიშებს, მექმნება შთაბეჭდილება, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში შეჯიბრი გვაქვს, ასპარეზობა გვაქვს მაღალი თანამდებობის პირებს შორის საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს მმართველ პარტიაში ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ვინ მიაყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფას ყველაზე მეტად. ეს ცალსახად მიუღებელია. ეს მიუღებელია ქვეყნის მხრიდან, რომელსაც სურს შეუერთდეს ევროკავშირს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ, იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ აკრძალოთ ყველა ოპოზიციური პარტია, იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ განდევნოთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თუ დაუშვებთ საქართველო იყოს ადგილი, სადაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას ადგილი არ აქვს, იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ, რომ საქართველოში ადამიანის უფლება არ დაიცვათ, ნება მომეცით ღიად გითხრათ, საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და 2030- ში", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ელჩის განცხადებები სრულად:

 

მსგავსი სიახლეები