ჰერჩინსკი: საქართველოს მთავრობისა და "ოცნების" ოფიციალურ პირებს შორის შეჯიბრია, ვინ მიაყენებს შეურაცხყოფას EU-ს ყველაზე ძლიერად
"გვაქვს შეჯიბრი საქართველოს მთავრობასა და მმართველ პარტიაში უმაღლეს ოფიციალურ პირებს შორის, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინ მიაყენებს შეურაცხყოფას ევროკავშირს ყველაზე ძლიერად" - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, ეს მიუღებელია ქვეყნისგან, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს.
"გვაქვს შეჯიბრი საქართველოს მთავრობასა და მმართველ პარტიაში უმაღლეს ოფიციალურ პირებს შორის, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინ მიაყენებს შეურაცხყოფას ევროკავშირს ყველაზე ძლიერად. ეს მიუღებელია ქვეყნისგან, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, საქმე გეხებათ თქვენ და თქვენი შვილების მომავალს და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ თქვენ, ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. ეს არის მთავარი განსხვავება ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის. ამიტომ, თქვენც უნდა სცეთ პატივი იმას, რომ ევროკავშირ დაფუძნებულია კონკრეტულ ფასეულობებზე. ესენია თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ამიტომ, თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ საქართველო იყოს ერთპარტიული ქვეყანა, თუ გადაწყვეტთ, რომ აკრძალოთ ოპოზიციური პარტიები, გააგდოთ ქვეყნიდან არასამთავრობო ორგანიზაციები, არ დაიცვათ ადამიანის უფლებები და თავისუფალი მედია, მაშინ მე გეუბნებით პირდაპირ და მკაფიოდ, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც 2030 წელს."- განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ელჩის განცხადებები სრულად:
- რა შემთხვევაში არ გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი "არც დღეს, არც ხვალ და არც 2030-ში" - ჰერჩინსკის გაფრთხილება
- ჰერჩინსკი: ეს არჩევნები საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თითოეული ქართველის გადასაწყვეტია, როგორი მომავალი სურთ
- ჰერჩინსკი: ევროკავშირის პოზიციაა, რომ სწორედ "ოცნების" ქმედებებმა გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება საქართველოსა და EU-ს შორის
- ჰერჩინსკი: საქართველოს მთავრობისა და "ოცნების" ოფიციალურ პირებს შორის შეჯიბრია, ვინ მიაყენებს შეურაცხყოფას EU-ს ყველაზე ძლიერად
- ჰერჩინსკი: თუ ქართველები ხმებით გადაწყვეტთ, არ გააგრძელოთ ევროკავშირისკენ სვლა, მაშინ საქართველო დაკარგავს მთლიან ფინანსურ დახმარებას