ჰერჩინსკი: ევროკავშირის პოზიციაა, რომ სწორედ "ოცნების" ქმედებებმა გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება საქართველოსა და EU-ს შორის

18.10.24 12:17
ჰერჩინსკი: ევროკავშირის პოზიციაა, რომ სწორედ "ოცნების" ქმედებებმა გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება საქართველოსა და EU-ს შორის

ევროკავშირის პოზიციაა, რომ სწორედ "ოცნების" ქმედებებმა გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება საქართველოსა და EU-ს შორის - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა და ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტზე ისაუბრა.

მისი თქმით, გუშინ ევროკავშირის ლიდერებმა უმაღლეს დონეზე შეათანხმეს EU-ს პოზიცია და დასკვნაც გამოაქვეყნეს, რომ არსებულ ვითარებაზე, რომელიც ჰერჩინსკის თქმით, შემაშფოთებელია, ბრალი მიუძღვის საქართველოს ხელისუფლებას, "რომელმაც ბოლო თვეებში, თავისი ქმედებებით, განცხადებებით, კანონების მიღებით საქართველო არა დააახლოვეს, არამედ დააშორეს ევროკავშირს"

"მიმდინარე წლის ივნისში ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ საქართველოს გაწევრიანების პროცესი და სთხოვეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ნათელი მოეფინა თავისი ნამდვილი განზრახვებისთვის.

გუშინ ლიდერები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და შეათანხმეს საბჭოს დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ სწორედ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს არის ევროკავშირის პოზიცია, რომელიც შეთანხმებულია უმაღლეს დონეზე და გადმოცემულია რამდენიმე გზავნილი. პირველი: ევროკავშირის დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს ქართველების სურვილს, გაწევრიანდეს ევროკავშირში. მეორე: არსებულ ვითარებაზე, რომელიც სამწუხაროდ შემაშფოთებელია, ბრალი მიუძღვის საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც ბოლო თვეებში, თავისი ქმედებებით, განცხადებებით, კანონების მიღებით საქართველო არა დააახლოვეს, არამედ დააშორეს ევროკავშირს.

არჩევნები გაიმართება ერთ კვირაში და ახლა თქვენ, ქართველებმა უნდა განსაზღვროთ თქვენი ქვეყნის მომავალი. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როგორი მომავალი გსურთ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის, თქვენი გადასაწყვეტია, გინდათ ევროკავშირში გაწევრიანება თუ არა. ჩვენი მხრიდა  მზად ვართ მივესალმოთ საქართველოს ჩვენს ოჯახში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რომელიც გვეხება ყველა წევრ ქვეყანას. ეს წესები მარტივია: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები. " - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ელჩის განცხადებები სრულად:

საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას - რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ, ეს სიტყვები ევროპულმა საბჭომ, საბოლო დასკვნაში ჩაწერა და თქვა, რომ ქვეყანას სჭირდება პროდასავლური ხელისუფლება. საბჭომ კვლავ გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ფასეულობებს და პრინციპებს.

ბრიუსელი ახლა განსაკუთრებით ელოდება 26 ოქტომბერს და ქართველი ხალხის არჩევანს.  

დასკვნაში, ევროპელმა პოლიტიკოსებმა კიდევ ერთი ზღვარი გაავლეს ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ევროპელი ლიდერები მხარს უჭერენ ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროპაში და ამბობენ, რომ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება.

 

მსგავსი სიახლეები