მაია კოპალეიშვილი განმარტავს, რატომ არ აქვს უფლება ცესკოს, ოპოზიციას სიების გაუქმებაზე უარი უთხრას
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი განმარტავს, რატომ არ აქვს უფლება ცესკოს, ოპოზიციას სიების გაუქმებაზე უარი უთხრას.
კოპალეიშვილი კონსტიტუციის 25-ე მუხლზე საუბრობს და ამბობს, რომ არც ცესკოს და არც პარლამენტს არ აქვს უფლება ვინმე აიძულოს, საჯარო საქმიანობა განახორციელოს.
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით, საქართველოს მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, დაიკავოს საჯარო თანამდებობა, რაც ნორმატიულ შინაარსში ასევე ითვალისწინებს, კონკრეტული პირის უფლებას, უარი თქვას, რომელიმე საჯარო თანამდებობის დაკავებაზე. ცესკოს და პარლამენტს არ აქვს უფლება აიძულოს ვინმე, განახორციელოს ის საქმიანობა, რომლის სურვილიც არ აქვს“, - განაცხადა კოპალეიშვილმა.
ორი ოპოზიციური კოალიცია, რომლებსაც, ცესკოს შედეგების თანახმად, საპარლამენტო მანდატები ერგება, ცესკოში სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს მიმართავენ, „არ გატარდეს სია რეგისტრაციაში და უფლებამოსილების საკითხი არ გადასცეს პარლამენტს განსახილველადაც კი“.
- საპარლამენტო სიები "ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩახსნა
- "არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ" - "კოალიცია ცვლილებისთვის" საპარლამენტო სიას ხსნის
ოპოზიციის განცხადებიდან რამდენიმე საათში, ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსმა თქვა, რომ კანონმდებლობა უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს.