კოალიცია “ძლიერი საქართველო“ მანდატებზე უარს ამბობს
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით, განცხადებები დაწერეს.
მათი თქმით, ისინი ჩახსნიან სიებსაც, თუმცა, ეს მოხდება კანონით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ.
“საკუთარი ხელით ვწერ მანდატის დატოვების შესახებ განცხადებას“, -ამბობს ირაკლი კუპრაძე ვიდეოში, რომელიც კოალიციის გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
პარლამენტში არშესვლაზე ჩვენი პოზიცია დიდი ხანია ნათქვამი გვაქვს, არც არაფერი შეცვლილა. 80-ჯერ განცხადების დაწერას არ ვაპირებთ, ერთხელ დაწერილს და იურიდიულად გამართულს შევიტანთ, რაც უპირობოდ დაკმაყოფილდება.
პ.ს. სხვათაშორის განცხადებები დიდი ხნის წინ დავწერეთ“,- განაცხადა კუპრაძემ.
“რამდენჯერაც ამირჩევენ, იმდენჯერ ვიტყვი უარს, ასეთი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული“, - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.
ამასთან დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს მიმართავენ, „არ გატარდეს სია რეგისტრაციაში და უფლებამოსილების საკითხი არ გადასცეს პარლამენტს განსახილველადაც კი“.
- საპარლამენტო სიები "ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩახსნა
- "არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ" - "კოალიცია ცვლილებისთვის" საპარლამენტო სიას ხსნის
ოპოზიციის განცხადებიდან რამდენიმე საათში, ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსმა თქვა, რომ კანონმდებლობა უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს.