გახარია "ოცნების" წინააღმდეგ: "უნდა დასანქცირდეს ის ხალხი, ვინც ქვეყანა აქამდე მიიყვანა"
"ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მაგივრად, უნდა დასანქცირდეს ის ხალხი, ვინც ქვეყანა აქამდე მიიყვანა" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ ევროპარლამენტში გაკეთებული მწვავე გზავნილების საპასუხოდ განაცხადა.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ქართველი ხალხის დასჯა იქნება.
"კონკრეტულად დასაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც არჩევნები გააყალბეს" - მოითხოვს გიორგი გახარია.
ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ვთვლი, რომ იქნება არასწორი. ეს იქნება ქართველი ხალხის დასჯა იმის მაგივრად, რომ კონკრეტულად დასაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც არჩევნები გააყალბეს და ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაში არიან დამნაშავეები. რატომ უნდა დასაჯონ რიგითი მოქალაქეები, ახალგაზრდები მაშინ, როდესაც ესენი, ვინც ეს ყველაფერი გააკეთა და დამნაშავეა, იქით-აქეთ მარტივად იფრენენ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მაგივრად, უნდა დასანქცირდეს ის ხალხი, ვინც ქვეყანა აქამდე მიიყვანა", - ამბობს გიორგი გახარია.
ცნობისთვის, გუშინ, 13 ნოემბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა პოლიტიკური ტრიბუნიდან მწვავე გზავნილები გააჟღერეს.
- 26 ოქტომბერს დადასტურდა ბევრი ფაქტი, რომ დაკვირვების დროს იყო ორმაგი ხმის მიცემა - ევროპარლამენტარი
- მაკალისტერი: "ყველა დარღვევა უნდა იყოს გამოძიებული - ქართველ ხალხს ბატონი პუტინის ორბიტის ნაწილად ყოფნა არ უნდა"
- ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები ყველას, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების გაყალბებაზე - გრეგოროვა
- ამომრჩევლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, თავისუფლად გამოეხატათ თავისი აზრი, დაფიქსირდა ბევრი დარღვევა - ევროპარლამენტარი
- საქართველოში არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტების სრული ნაკრები ვიხილე - ლუაზო
- მოგიწოდებთ, იზოლაციაში მოვაქციოთ "ოცნება", გავყინოთ დახმარებები და შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი - ევროპარლამენტარი
- "ქართულ ოცნებას" არჩევნები არ მოუგია, ჩვენ მას ვერ ვაღიარებთ - რასა იუკნევიჩიენე
- ეს არჩევნები იმ ქვეყნის სტანდარტებს არ შეესაბამება, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი
- იუკნევიჩიენე: EU-ს წევრობა მხოლოდ საქართველოს დებიძინიზაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი
ამასთან, ცნობილია, რომ საგარეო ურთიერთობათა საბჭო, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შედგება, 18 ნოემბერს საქართველოს შესახებ იმსჯელებს.