პროტესტი შავი საღებავით - ექსკლუზიური კადრები და დეტალები ცესკოს სკანდალური სხდომიდან

16.11.24 20:19
პროტესტი შავი საღებავით - ექსკლუზიური კადრები და დეტალები ცესკოს სკანდალური სხდომიდან

 

 

პროტესტი შავი საღებავით - "შაბათის ეთერი" ასაჯაროებს ექსკლუზიურ კადრებს, რომელიც ოპერატორმა, გიორგი შეწირულმა და ჟურნალისტმა ნატა ქაჯაიამ 16 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე გადაიღეს.

სხდომაზე, სადაც შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოეცხადებინათ, კომისიის ოპოზიციონერმა წევრმა, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.

დღეს ცესკოს შეფს გდდ-ის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი იცავდა - ცესკოში "ხარება" მას შემდეგ გამოჩნდა, რაც გიორგი კალანდარიშვილს  "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" წევრმა შავი მელანი შეასხა. 

ხარაზიშვილმა ნატა ქაჯაიას კითხვებს არ უპასუხა და ვაჟა სირაძის ავტომობილში განთავსდა. 

 

რამდენიმე წუთში გაირკვა, რომ ცესკოს შეფმა მელნის შესხმის გამო, კირთაძეს პოლიციაში უჩივლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოპოზციონერ ლიდერზე გამოძიება სისხლის სამართლსი მუხლით (118-ე მუხლით), ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. 

საბოლოოდ, ცესკო-მ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო. დოკუმენტს ხელი მოაწერეს და ბეჭედი დაარტყეს.