ფარისევლობა და ორმაგის ტანდარტი - ქაცარავა კირთაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძრაზე
"ფარისევლობა და ორმაგის ტანდარტი" - ასე აფასებს "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ხელმძღვანელი, დავით ქაცარავა დავით კირთაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი საქმის აღძრას. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც პოლიცია ოპოზიციონერებს ფიზიკურად სასტიკად უსწორდება და ამისთვის პასუხს მათ არავინ სთხოვს, კირთაძის მიმართ სამართლებრივი დევნა არასწორია.
ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ის შემთხვევები, და ეს შემთხვევები არც შეწყვეტილა, როდესაც „ქართული ოცნების“ ზონდერები, ე.წ. სამართალდამცავები ადამიანებს სცემენ, ლეწავენ და შემდეგ არავინ ისჯება. გამოძიებაც თუ იწყება, მხოლოდ და მხოლოდ მოჩვენებით და შემდეგ ის საქმეები შემოიდება თაროზე. ეს არის ფარისევლობა. ეს არის ორმაგი სტანდარტის ყველაზე მკაფიო მტკიცებულება და ჩვენ ეს, ბუნებრივია, არ გვიკვირს, - ამბობს დავით ქაცარავა.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს გუშინდელ სხდომაზე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც არჩევნების გაყალბების სიმბოლო.
ცესკოს შეფმა მელნის შესხმის გამო, კირთაძეს პოლიციაში უჩივლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოპოზიციონერ ლიდერზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.