თსუ-დან ახალი ეროვნული მოძრაობა იწყება - სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიდნენ (ვიდეო)

20.11.24 01:53
თსუ-დან ახალი ეროვნული მოძრაობა იწყება - სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიდნენ (ვიდეო)

 

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები შევიდნენ - ახალგაზრდები თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ. 

მათი თქმით, რექტორმა მათ სასწავლებლის კარი ჩაუკეტა და თსუ სპეცრაზმელების შტაბად აქცია. 

რამდენიმე სტუდენტი ამ წუთებში ჯაბა სამუშიას სამუშაო კაბინეტის წინ ზის და პროტესტს გამოხატავს. 

ადგილზე მანდატურის სამსახურთან ერთად პოლიციაცაა მობილიზებული.  

თსუ-ს რექტორის შეცვლა, საქართველოს და თსუ-ს არსებობა ერთმანეთთან ძალიან მნიშვნელოვნადაა გადაჯაჭვული, ეროვნული მოძრაობა დაიწყო თსუ-დან და ახალი ეროვნული მოძრაობაც აქედან დაიწყება. დავრჩებით აქ, ვიდრე სამუშია არ გადადგება. ჩვენ არავის თანხმობას არ ველით, ვერ გაგვიყვანენ. ყველა სტუდენტი შემოვედით“, - ამბობს სტუდენტი, მოძრაობა დაფიონის დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე.

მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა განცხადება გაავრცელა და  თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას მოითხოვეს.

სტუდენტების თქმით, ისტორიული კორპუსი არის გადაქცეული ძალოვანი სტრუქტურების შტაბად, რაც არის უნივერსიტეტის უდიდესი შეურაცხყოფა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც  გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს რომ 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დაშლამდე საპოლიციო ძალების ნაწილი თსუ-ის ეზოში შევიდა. 

ამასთან რამდენიმე საათის წინ, "ტვ პირველმა" ექსკლუზიური კადრები გადაიღო, რომელიც ადასტურებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეცრაზმის თავშესაფარი იყო. 

ამავე თემაზე: