"ევროპულმა საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს სანქციები "ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ" - ლექსმანი
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში სამართალდამცველების მიერ ოპოზიციური სპექტრის ოფისებსა და სამოქალაქო აქტივისტების სახლებში შეჭრას ეხმაურება და წერს, რომ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას დაკავება მიუღებელია.
მირიამ ლექსმანი მოითხოვს, რომ ევროპულმა საბჭომ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესოს და ამ გზით "ქართველი ხალხის წინააღმდეგ ტერორი" აღკვეთოს.
ოპოზიციის ოფისებში შევარდნები და ნიკა გვარამიას დაკავება სრულიად მიუღებელია. ევროპულმა საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს სანქციები "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ და შეაჩეროს მათი [მმართველი პარტიის] ტერორი ქართველი ხალხის წინააღმდეგ". - წერს მირიამ ლექსმანი.
ცნობისთვის, დღეს, 4 დეკემბერს, სამოქალაქო აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ამასთან, სამართალდამცველებმა ხელისუფლების ოპონენტებს ხელბორკილები დაადეს.
- "დაიტოვეს" ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა
- "ახლების" ოფისში პოლიცია შევიდა
- "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიცია შევიდა
- პოლიცია "დროას და გირჩის" ოფისშიც შევიდა
- "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებელის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში პოლიციელები იმყოფებიან
- სამოქალაქო აქტივისტის, საბა ჯაჯანიძის სახლში პოლიცია იმყოფება
- ორგანიზაცია "ნაბიჯის" ოფისში კრიმინალური პოლიციაა შესული
- პოლიციამ ენმ-ის ახალგაზრდული მოძრაობის წევრები დააკავა
- ''ძლიერი საქართველოს'' ორი წევრი დააკავეს
- "დაფიონის" ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააკავეს
- პოლიციამ გელა ხასაია ძალის გამოყენებით დააკავა
- პოლიცია ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდა და გათიშულ მდგომარეობაში დააკავა