"ხალხო, გაიღვიძეთ!" - როთი ევროკავშირს საქართველოსთან დაკავშირებით მიმართავს
"უკვე ყურები მტკივა ევროკავშირისა და ევროპის მრავალი დედაქალაქის ხმამაღალი დუმილისგან" - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი წერს.
ევროპელი პოლიტიკოსი პლატფორმა X-იდან ცივილურ სამყაროს მოუწოდებს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არა მხოლოდ ხმა ამოიღონ, არამედ ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები გადადგან.
ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში, საქართველოში, ქოხი იწვის. უკვე ყურები მტკივა ევროკავშირისა და ევროპის მრავალი დედაქალაქის ხმამაღალი დუმილისგან. ხალხო, გაიღვიძეთ!" - წერს როთი.
ცნობისთვის, დღეს, 4 დეკემბერს, სამოქალაქო აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ამასთან, სამართალდამცველებმა ხელისუფლების ოპონენტებს ხელბორკილები დაადეს.
- "დაიტოვეს" ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა
- "ახლების" ოფისში პოლიცია შევიდა
- "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიცია შევიდა
- პოლიცია "დროას და გირჩის" ოფისშიც შევიდა
- "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებელის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში პოლიციელები იმყოფებიან
- სამოქალაქო აქტივისტის, საბა ჯაჯანიძის სახლში პოლიცია იმყოფება
- ორგანიზაცია "ნაბიჯის" ოფისში კრიმინალური პოლიციაა შესული
- პოლიციამ ენმ-ის ახალგაზრდული მოძრაობის წევრები დააკავა
- ''ძლიერი საქართველოს'' ორი წევრი დააკავეს
- "დაფიონის" ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააკავეს
- პოლიციამ გელა ხასაია ძალის გამოყენებით დააკავა
- პოლიცია ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდა და გათიშულ მდგომარეობაში დააკავა