"ტერორის გამოყენება საქართველოს პრორუსული ხელისუფლების ბუნებას აჩვენებს" - მიხელსონი

04.12.24 19:59
"ტერორის გამოყენება საქართველოს პრორუსული ხელისუფლების ბუნებას აჩვენებს" - მიხელსონი

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ზე წერს, რომ"ოპოზიციონერი ლიდერების და მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორის გამოყენება საქართველოს პრორუსული ხელისუფლების ბუნებას აჩვენებს".

მარკო მიხელსონი მოითხოვს, ევროკავშირმა ბიძინა ივანიშვილს და მისი გარემოცვის წევრებს სანქციები დაუყოვნებლივ დაუწესოს.

ტერორის გამოყენება ოპოზიციონერი ლიდერების და მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ თავისუფლებას, აჩვენებს საქართველოს პრორუსული, არაკანონიერი ხელისუფლების ჭეშმარიტ ბუნებას. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის, ასევე მისი ყველა მორჩილის წინააღმდეგ", - წერს მიხელსონი.

ცნობისთვის, დღეს, 4 დეკემბერს, სამოქალაქო აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ამასთან, სამართალდამცველებმა ხელისუფლების ოპონენტებს ხელბორკილები დაადეს.

მსგავსი სიახლეები