ოპოზიციის ღია რეპრესიები არის გზა პრორუსული ავტორიტარიზმისკენ - ევროპარლამენტარი
"დაუბრუნებლობის წერტილი საქართველოს მთავრობისთვის. ოპოზიციის ღია რეპრესიები არის გზა პრორუსული ავტორიტარიზმისკენ" - ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი, სერგეი ლაგოდინსკი პლატფორმა X-ზე წერს.
სერგეი ლაგოდინსკი აღნიშნავს, რომ საქართველოში ერთადერთ დემოკრატიულ ძალად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ქართველი ხალხი რჩება.
დაუბრუნებლობის წერტილი საქართველოს მთავრობისთვის. ოპოზიციის ღია რეპრესიები არის გზა პრორუსული ავტორიტარიზმისკენ. ათწლეულების პროგრესი განადგურდება. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და თავისუფალ ქართველი ხალხი რჩება ერთადერთ დემოკრატიულ ძალად საქართველოში“, - წერს გერმანელი ევროპარლამენტარი.
ცნობისთვის, დღეს, 4 დეკემბერს, სამოქალაქო აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ამასთან, სამართალდამცველებმა ხელისუფლების ოპონენტებს ხელბორკილები დაადეს.
- "დაიტოვეს" ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა
- "ახლების" ოფისში პოლიცია შევიდა
- "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიცია შევიდა
- პოლიცია "დროას და გირჩის" ოფისშიც შევიდა
- "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებელის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში პოლიციელები იმყოფებიან
- სამოქალაქო აქტივისტის, საბა ჯაჯანიძის სახლში პოლიცია იმყოფება
- ორგანიზაცია "ნაბიჯის" ოფისში კრიმინალური პოლიციაა შესული
- პოლიციამ ენმ-ის ახალგაზრდული მოძრაობის წევრები დააკავა
- ''ძლიერი საქართველოს'' ორი წევრი დააკავეს
- "დაფიონის" ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააკავეს
- პოლიციამ გელა ხასაია ძალის გამოყენებით დააკავა
- პოლიცია ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდა და გათიშულ მდგომარეობაში დააკავა