ეს არის დაშინების მცდელობა - ცუცქირიძე ოპოზიციონერების დაკავებაზე
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებასა და სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე დაშინების მცდელობად აფასებს.
ლევან ცუცქირიძე აცხადებს, რომ მიუხედავად "ქართული ოცნების" არაერთი მცდელობისა, ჩაახშოს საზოგადოებაში განსხვავებული აზრი და პროტესტი, უშედეგოა, რადგან მისივე განმარტებით, საქართველო უშიშარი ადამიანებით არის სავსე.
"ვისაც ეშინია, სწორედ ის არის ამოფარებული ამ ნიღბიანი ადამიანების უკან" - აღნიშნავს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი.
როდესაც პოლიტიკურ ლიდერს იმიტომ აკავებ, რომ ის თავის ოფისში შედის, ეს არის სრულიად აბსურდული. ეს არის ნაბიჯი იმისკენ, რომ იქნებ ვინმეს შეეშინდეს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო სავსეა უშიშარი ადამიანებით. ვისაც ეშინია, სწორედ ის არის ამოფარებული ამ ნიღბიანი ადამიანების უკან", - ამბობს ლევან ცუცქირიძე.
ცნობისთვის, სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“, სადაც 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა მიმდინარეობდა, ე.წ. ტიტუშკები მოაბილიზეს, რომლებიც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ზურა დათუნაშვილი და ალეკო ელისაშვილი დააკავა.
ამასთან, 4 დეკემბერს, სამოქალაქო აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. სამართალდამცველებმა ხელისუფლების ოპონენტებს ხელბორკილები დაადეს.
- "დაიტოვეს" ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა
- "ახლების" ოფისში პოლიცია შევიდა
- "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიცია შევიდა
- პოლიცია "დროას და გირჩის" ოფისშიც შევიდა
- "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებელის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში პოლიციელები იმყოფებიან
- სამოქალაქო აქტივისტის, საბა ჯაჯანიძის სახლში პოლიცია იმყოფება
- ორგანიზაცია "ნაბიჯის" ოფისში კრიმინალური პოლიციაა შესული
- პოლიციამ ენმ-ის ახალგაზრდული მოძრაობის წევრები დააკავა
- ''ძლიერი საქართველოს'' ორი წევრი დააკავეს
- "დაფიონის" ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააკავეს
- პოლიციამ გელა ხასაია ძალის გამოყენებით დააკავა
- პოლიცია ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდა და გათიშულ მდგომარეობაში დააკავა